კი მარა თბილისი-ბეიჯინგიის რეისს ბ737 გაქაჩავს? შორი არაა?
უმორჩილესად გთხოვთ წაიკითხოთ.
„პეგასუსი“ ანტალიაში რეგულარულ ფრენებს იწყებს
პირველად საქართველოს ავია ციის"GASA“ – ს (ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსი) ისტორიაში, თურქულმა ავია კომპანია "პეგასუსმა" ანტალიის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება დაიწყო. "GASA“ ქვეყანაში „პეგასუსის“გენერალური წარმომადგენელია.
რეისები კვირაში სამჯერ – სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს, 18,00 საათზე სრულდება.
ბილეთის ფასი 100 ევროა.
„ახალი მიმართულების დამატება მომხმარებლების მოთხოვნიდან გამომდინარე გადაწყდა. ქართველი ტურისტებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი ფრენის დანიშვნა ამ მიმართულებით, განსაკუთრებით, ზაფხულის სეზონზე,“ განაცხადა „ GASA” – ს დირექტორმა ლევან ელიზბარაშვილმა The FINANCIAL – თან საუბარში.
ცოტა ხნის წინ, საერთაშორისო ჟურნალმა Air-line Business - მა „პეგასუსი“ მისი მგზავრებისა და ფრენების რაოდენობისა და კომპანიის ზომის გათვალისწინებით, მსოფლიო ში მე–19 ყველაზე დაბალფასიან, ხოლო ევროპაში მე –8 ყველაზე დაბალტარიფიან ავია კომპანიად დაასახელა.
„მონაცემები თვალნათლივ ცხადჰყოფს იმ ფაქტს, რომ მიუხედავად სხვა ავია კომპანიების მხრიდან მძაფრი კონკურენციისა, „პეგასუსი“ ერთი ჩვეულებრივი ავია კომპანია აღარ არის,“ გვითხრა ელიზბარაშვილმა. პეგასუსი მგზავრების რაოდენობისა და მომსახურების ხარისხით ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია გახდა.
„სტატისტიკა ორჯერ უფრო მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ „პეგასუსმა“ საერთასორისო ფრენების შესრულება 2005 წელს დაიწყო. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დან პირველი რეისი 2010 წლის 10 ოქტომბერს შესრულდა.“
ახალი მიმართულების დამატების პარარელურად, „GASA“ Deutsche Bahn – ის წარმომადგენელი გახდა. Deutsche Bahn, რომელიც ძალიან წარმატებული გერმანული სარკინიგზო კომპანიაა, წარმოადგენს ევროპის სატრანზიტო არტერიას. კომპანია უახლოესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და ხელმისაწვდომია ყველასათვის.
რა განასხვავებს „პეგასუსს“ სხვა დაბალფასიანი ავია კომპანიებისაგან?
„პეგასუსს“ ფრენების სიზუსტის სტატისტიკის მიხედვით წამყვანი პოზიცია უკავია. კომპანია ფრენებს 90%– იანი სიზუსტით ახორციელებს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ თურქეთშიც. ფრენების სიზუსტეზე კვლევა ზამთარში ჩატარდა. როგორც წესი ამინდის ცვალებადობის გამო, ზამთარში ძალიან რთულია ფრენის სიზუსტით გაგრძელება. ამ ზამთარში ჩვენ მხოლოდ 2 ფრენა გავაუქმეთ. ორივეს გაუქმების მიზეზი ცუდი ამინდი იყო, კერძოდ ფრენების განხორციელებაში ხელი ნისლმა შეგვიშალა.
რა ცვლილებებია მოსალოდნელი „პეგასუსის“ საერთაშორისო ფრენებზე?
ჩვენი მომხმარებლისთვის მგზავრობა უფრო კომფორტული რომ გავხადოთ, ჩვენ მოლოდინის დროის შემოკლებას ვგეგმავთ. თუ ჩვენს მგზავრებს ადრე 3–5 საათამდე უწევდათ ლოდინი, ახლა მოლოდინის დრო 2 საათამდე შემოკლდა. გარდა ამისა, ჩვენ თბილისი–სტამბულის მიმართულებით ფრენებს დღის საათებშიც დავამატებთ.
თქვენ ზაფხულისათვის ავია კომპანიებში ფასების ზრდას ელოდით, როგორ შეაფასებდით ამ ზაფხულს ავია ბაზრის მდგომარეობას?
რა თქმა უნდა, ფასები გაიზარდა. მე ვიტყოდი, რომ მიუხედავად სხვა კომპანიების მცდელობებისა, ფასების მხრივ კონკურენტი არ გვყავს. განსაკუთრებით, ზაფხულის სეზონზე, რადგან ჩვენ 10 % იან ფასდაკლებას ვთავაზობთ ეკონომ-კლასის ბილეთებზე. მგზავრთა მზარდი მოთხოვნის შესაბამისად, იაფიანი კლასის ბილეთები ადვილად იყიდება, ხოლო დანარჩენი ადგილების ფასები გაცილებით ძვირია. მიუხედავად ამისა, ჩვენ სხვებთან შედარებით გაცილებით დაბალი ფასები გვაქვს.
გარდა ამისა, ავტო დილერებისათვის სპეციალური ფასები გვაქვს. საწვავზე ფასის გაძვირების მიუხედავად, ჩვენი მგზავრები ყოველთვის დარწმუნებულები არიან, რომ ჩვენთან ხელმისაწვდომი ფასებია.
„პეგასუსი“ საქართველოში შემოსვლიდან ერთ თვეში 5,000 მგზავრს მოემსახურა. რა მდოგომარეობაა ამჟამად GASA – ს მგზავრების რაოდენობის მხრივ?
2011 წელს GASA – ს მომხმარებლების რაოდენობა 40 % – ით გაიზარდა. თვითმფრინავი ყოველთვის 87 % – ით სავსეა. ყოველ დღე დაახლოებით, 165 მგზავრი სარგებლობს ჩვენი ავია კომპანიით. ციფრების მიხედვით, ჩვენი შემოსვლა საქართველოს ბაზარზე ძალიან წარმატებული იყო. ჩვენ პირველ ადგილზე ვართ იმ დაბალფასიან კომპანიებს შორის, რომლებიც თბილისიდან დაფრინავენ.
გასული სამი თვის განმავლობაში საქართველოში მიღწეული წარმატების გარდა, „პეგასუსის“ საერთაშორისო მგზავრების რაოდენობა 26 % – ით გაიზადა. რაც შეეხება შიდა ფრენებს, მგზავრების რაოდენობა 46 % – ით გაიზარდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ვაგრძელებთ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. „პეგასუსი“ 2011 წლისათვის მგზავრთა რაოდენობის გაზრდას 11 მილიონამდე აპირებს. 2010 წლის მონაცემებით მათი რიცხვი 9 მილიონი იყო. ჩვენი მიზანია, თვითმფრინავებმა 100 % იანი დატვირთვით იფრინონ.
რომელი ახალი მიმართულებების დამატება იგეგმება წელს?
2011 წელს „პეგასუსი“ შემდეგ ახალ მიმართულებებს დაამატებს: ალმაატა, ბაქო და ბუდაპეშტი. ჩვენ ასევე ვგეგმავთ ფრენების დაწყებას თელავივის, დამასკოსის, იორდანიის, კიევი სა და ოდესის მიმართულებებით. 2011 წელს პეგასუსმა თავისი საჰაერო ფლოტის გაზრდა დაიწყო. წლის ბოლოსათვის 40 ახალი თვითმფრინავის დამატებას გეგმავს.
საერთოდ კომპანიები წელიწადში საშუალოდ 2 თვითმფრინავს ამატებენ. თვითმფრინავის ღირებულება ძალიან მაღალია და მცირე პერიოდში საჰაერო ფლოტის გაზრდა ადვილი არ არის. საქართველოში „პეგასუსის“ მგზავრებს 189 ადგილიანი ბოინგ 737 – 800 ტიპის ლაინერები ემსახურება, რომლებიც მხოლოდ 3 წლისაა. თვითმფრინავები სრულიად უსაფრთხოა.
2012 წელი ჩვენთვის გადამწყვეტი იქნება, წლის ბოლოსათვის შევასრულებთ ჩვენ გეგმას და ახალ მიმართულებებს დავამატებთ. ჩვენ გადავკვეთთ საზღვრებს და ევროპაში დაბალფასიან ავია კომპანიებს შორის მე–5 ადგილზე გადავინაცვლებთ.
ამჟამად, GASA ფრენებს 46 მიმართულებით ახორციელებს. 27 საერთაშორისო ფრენებია და 18 შიდა ფრენები. უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ შიდა ფრენები ძალიან პოპულარულია ქართველ მგზავრებს შორის. ისინი რეგულარულად დაფრინავენ იზმირში და სხვა შიდა მიმართულებებით.
გასულ წელს პეგასუსმა 9 ახალი მიმართულება დაამატა: სტოკჰოლმი, მილანი, რომი, ხარკოვი. ბეირუთი, სოფია, თბილისი, ბუქარესტი და თეირანი.
საქართველოს მასშტაბით თქვენი მგზავრების რაოდენობა მუიდმივად იზრდება, რამდენად ხელმისაწვდომია თქვენი სერვისი ქვეყნის რეგიონებში?
ჩვენი წარმატების შესაბამისად, მუდმივად ვზრდით ოფისების რაოდენობას. კომპანია ორი ახალი გაყიდვების ოფისის გახსნას აპირებს ბათუმსა და ქუთაისში. ამ მიზნით უკვე შესაფერის ადგილებს ვეძებთ.
ახლახანს, 1 ჩვენ ახალი ოფისი გავხსენით თბილისში, ორთაჭალის სადგურში. უახლოეს მომავალში გაყიდვების ობიექტის გახსნას ვაპირებთ „ქარვასლასა“ და ვაკის „გუდვილში.“ მგზავრებისათვის ყველაზე მოსახერხებელია ის, რომ GASA – ს უნივერსალური სერვისი აქვს. თუ მგზავრს არ მოსწონს ჩვენი შეთავაზება, ჩვენი წარმომადგენელი მას ალტენტატიულ ვარიანტს სთავაზობს. მგზავრს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი ბილეთი სხვა ავია კომპანიიდან.