რამ აღაფრთოვანა „ეარ ასტანას“ პრეზიდენტი თბილისის აეროპორტში?
მეორე ბილიკის მშენებლობის ვადებმა გაურკვეველი დროით გადაიწია
commersant.ge
რამდენად მომზადებული ხვდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურა ახალი კომპანიების შემოსვლას და თუ პასუხობს ასაფრენ–დასაფრენი ბილიკი თანამედროვე მოთხოვნებს?
„სქაი ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გიორგი კოდუას განცხადებით, აეროპორტის ასაფრენ–დასაფრენი ბილიკის მდგომარეობა საგანგაშო არ არის და მას თავისუფლად შეუძლია მოემსახუროს იმ რაოდენობის ავიარეისებს, რაც ამჟამად ხორციელდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თუმცა ეს უმაღლესი სტანდარტი არ არის.
„კომპანია “TAV ჯორჯიას“ ვალდებულება ჰქონდა აღებული, რომ ასაფრენ–სადაფრენი ბილიკი გაერემონტებინა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. ბილიკის გასწვრივ შუქურები დაამონტაჟა, მაგრამ ასფალტის საფარი არ გამოუცვლია; წინა ვაგზლის რემონტი განახორციელა, მაგრამ გვერდითა ვაგზალი არ გაუკეთებია; საკმარისი არ არის ეგრეთ წოდებული გასასვლელები (გეითები), მოთხოვნა ამის გაკეთებაზეც იყო, რაც სამწუხაროდ არ გაკეთდა. არსებული მდგომარეობით აეროპორტს ერთდროულად მხოლოდ სამი თვითმფრინავის მიღება შეუძლია. ამ დროს დანარჩენები გარეთ რჩებიან, თუმცა, მგზავრების ვაგზლამდე ავტობუსებით მიყვანა შესაძლებელია. ამის მიუხედავად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ავიაკომპანიების მომსახურების რესურსი ნამდვილად გააჩნია და თუ მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, როგორც ავიატორი ამ ფაქტს მხოლოდ მივესალმები,“ – აცხადებს კოდუა.
გაცილებით მაღალ შეფასებას აძლევს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურას Air Astana–ს პრეზიდენტი პიტერ ფოსტერი, რომელიც commeersant.ge–სთან საუბარში აცხადებს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ–დასაფრენი ბილიკი კარგ მდგომარეობაშია, მშვენიერ ფორმაშია ტერმინალიც.
„თბილისში კიევიდან ჩამოვფრინდი და შემიძლია გითხრათ, რომ ტერმინალიდან გამოსვლამ მხოლოდ წუთი და 30 წამი წამართვა, რაც ძალიან სწრაფი ტრანზიტია,“ – ამბობს ფოსტერი.
შეგახსენებთ: ეკონომიკის მინისტრის მიერ გასულ წელს გაკეთებული განცხადების თანახმად, ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის საპროექტო სამუშაოები უკვე დაიწყო. პროექტის დასაფინანსებლად საქართველოს გარკვეულ თანხას საფრანგეთის მთავრობა გამოუყოფს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობა 2011 წლის დასაწყისიდან უნდა დაწყებულიყო.
„ტავ ჯორჯიაში“ ამ აცხადებენ, რომ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით მთავრობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და დამატებითი დეტალები მოგვიანებით გაირკვევა.
ნეტა გვეშველა?>> დაიწყევა მშენებლობა წელს თუ კიდევ გადაიწევს? პესიმისტური აზრებისაგან თავი შეიკავეთ

აირზენა გუშინ კიშინიოვში გარინდა, რა ხდებოდა მანდ? დელეგაცია ხომ არ წაიყვანა ან რამე?