გარემოვაჭრეებმა ნავთლუღში აქცია გამართესნავთლუღის ბაზართან ქუჩაში პროდუქტებით მოვაჭრებმა დღეს აქცია გამართეს.
აქციის რამდენიმე მონაწილემ ბაზარში არსებული 10-ლარიანი გადასახადი და გარემოვაჭრეებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ შემუშავებული კანონპროექტი გააკრიტიკა. კანონპროექტს მათ "დრაკონული" უწოდეს.
მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ისინი ფაქტობრივად ქუჩაში სამათხოვროდ არიან გამოსული და ამის საშუალებაც არ ეძლევათ; მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ბაზარში არსებული 10-ლარიანი ყოველდიური გადასახადს ვერ იხდიან და იძულებული არიან, პურის ფული ქუჩაში ვაჭრობის შედეგად მოიპოვონ. თუმცა, მათივე თქმით, მერიის თანამშრომლები მათ ჩანთებს ხელიდან სტაცებენ, მათხოვრებად მოიხსენიებენ და აიძულებენ, ტერიტორია დატოვონ.
მოვაჭრეებმა ხელისუფლებისგან ითხოვეს, მისცნენ ქუჩაში ვაჭრობის შესაძლებლობა. აქციის ერთ-ერთ მოანწილეს კი, ხელში ეჭირა პლაკატი "ჩვენ - ევროპელი მშივრები".
"როგორც საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ ტელევიზიით განაცხადა, ჩვენ ვართ თავისუფალ საქართველოში ევროპელები. ეს არც ერთ ევროპაში არ ხდება, რომ მოდიოდნენ და ჩანთებს ყაჩაღივით ხელიდან გვგლეჯდნენ", _ განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, ირმა ლომიძემ.
აქციაზე მცირე ინცინდენტიც მოხდა. ერთ-ერთმა გამვლელმა აქციის მონაწილეებს უთხრა, შევიდნენ ბაზარში და იქ ივაჭრონ. ამ ფაქტმა ქუჩაში მოვაჭრეები გააღიზიანა, რეპლიკის ავტორს პროვოკატორი უწოდეს და ტერიტოტია ძალით დაატოვებინეს.
როგორც ცნობილია, შემუშავებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, გარემოვაჭრეს ვაჭრობის საგანს ჩამოართმევენ და დააჯარიმებენ. გარემოვაჭრის ზუსტი ვინაობის დაუდგენლობის შემთხვევაში კი, შესაძლოა, იგი დააპატიმრონ.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-gamarthes.html-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სულ წიხლებით უნდა ეცემათ და თმებით ეთრიათ ეს ნაციონალი პროვოკატორი!