ზოგადად გარევაჭრობას ისედაც აკრძალული იყო.
თუ გადაწყდა რომ რაიმე ქმედითი ნაბიჯი გადადგმულიყო, უნდა გადაიდგას აღნიშნული აბსულუტურად ყველა მიმართულებით, მთელ ქალაქში.
ეტაპობრივად და დრო-დრო დაწყების მუღამს ვერ ვხდები.
კაი ერთ დღეს ერთი ადგილი დააცარიელეს, და მაგის მერე არსად არაფერი მომხდარა.
ხო შეიძლებოდა ყველაფერი გაცილებით მალე მომხდარიყო?
ერთგვარი დისკრიმინაცია მარჯანიშვილის ბუკინისტებთან.
მით უმეტეს რომ ბუკინისტებთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს და განსაკუთრებით მარჯანიშვილის, რომლებიც იქ აღარ არიან.
თავისთავად ცხადია, მარჯანიშვილის მოედანი გალამაზდა, უამრავი ადგილი გაჩნდა და ადამიანებით შექმნილი საცობებიც ნაკლებადაა, მაგრამ სხვაგან?
ყველაზე ცუდი მდგომარეობა ვაგზალზეა..
ყველანაირი სახის დაბინძურებას იწვევს ეგ ადგილი - ვიზუალური, ხმაურით და რა თქმა უნდა ნარჩენებითაც..
ვარკეთილს კიდევ აიტანს კაცი.
სამგორში, დინამოსთან, კიდობანთან, ახმეტელის მეტროსთან (თან ყველა მხარეს), დიდუბის მეტროსთან, მიწისქვეშა გადასასვლელებში და კიბეებზე..
მოკლედ ყველგან უნდა "აიყარნონ" და მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში ჰქონდეთ ყფლება ვაჭრობის, როგორც უკვე აქვთ - მშრალ ხიდზე.
გასაგებია რომ მარჯანიშვილისგან განსხვავებით, ამ დანარჩენ შემთხვევაში გაცილებით მეტ ადამიანთან აქვთ საქმე და ბუნებრივია პრობლემაც მეტი, მაგრამ გასაკეთებელი უნდა გაკეთდეს, თან მალე
ნამდვილად არაა სწორი ჯანსაღი კონკურენციის პირობებიდან გამომდინარე ბაზრის ან პატარა მაღაზიის მოვაჭრეთა და გარემოვაჭრეთა მდგომარეობა.
პირველ მათგანს ბაჟის, შემნახველი საკნის, კომუნალურების, ქირის, გადაზიდვის და სხვათა და სხვათა გადახდა თუ უწევს, გარემოვაჭრეს არც კი ვიცი რა შეიძლება დასჭირდეს.
მოკლედ ბიზნესში, უხეშად რომ ვთქვათ ვაჭრობაში, ასეთი რაღაცეები არ "მოსულა".
თუ ამ ქვეყანაში მოსახლენი ვეთანხმებით გარკვეულ წესებს - კანონებს, მაშინ ყველა მათგანი დავიცვათ და არა შერჩევით, რომელი მოგვწონს და რომელი არა

მოკლედ, ინიციატივა კარგია, თან ძალზედ, მაგრამ მოდი ყველას მიეხედოს

გასაგებია რომ ეტაპობრივად მათაყრას გარკვეული დიპლომატიური და ჭკვიანური მიზეზები აქვს, მაგრამ რადგან პრეცენდენტი უკვე არის, ყველაფერი გაცილებით მარტივია..