დღეს კომპანიამ "სისტრა" თბილისის ტრამვაის პროექტის შესახებ პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას თბილისის მერი გიგი უგულავა, მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის , ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ტრამვაის ახალი ხაზი 14 კილომეტრის სიგრძის იქნება და ის უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ვაკის გავლით ორთაჭალას დაუკავშირდება. ამ მანძილს მგზავრები 34 წუთში დაფარავენ. თანამედროვე მუნიციპალური ტრანსპორტი ყოველდღიურად 100 000-ზე მეტი მგზავრის მომსახურებას შეძლებს.
ახალი ტრამვაის ხაზის მშენებლობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ტრამვაის მშენებლობისთვის 2010 წელს თბილისის მერიასა და ფრანგულ საინჟინრო კომპანია "სისტრას" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, თბილისის მოსახლეობის გამოკითხვაზე დაყრდნობით მომზადდა ტრამვაის ქსელის ტექნიკური პროექტი, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და ფინანსური ანალიზი. განხორციელებული სამუშაოები საფრანგეთის მთავრობამ დააფინანსა.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-gaimartha.htmlდაწვრილებით,პროექტი დეევს სადმე ? მაგ: გზა სად გაივლის ზუსტად,გაჩერება სად იქნება და რამდენი და ასე შემდეგ ???
This post has been edited by Woodrow on 6 Apr 2012, 13:10