ინეკონს 30 მეტრიანი ვაგონებიც აქვს

თან ზოგან 20 მეტრიანი ვაგონებიც დაგვჭირდება ალბათ, მაგრამ რომც არ დაგვჭირდეს, ინეკონს 30 მეტრიანი 2 მოდელი აქვს
Vereli lukaბომბარდირის Flexity Outlook-ი კი კარგია და ახლა აპირებენ ტორონტოსთვის ძალიან კარგი ვაგონების გამოშვებას (11 მეტრი ექნება მინ. მოხვევის რადიუსი), მაგრამ ძალიან ძვირია და ცოდოა ჩვენი ველურების ხელში

მე მაინც პირველ ეტაპზე Vario LF-ებს ვამჯობინებდი, რადგან ისიც ნახევრადდაბალიატაკიანია ინეკონის ვაგონებივით და ინეკონზე იაფია, თუმცა თუ ინეკონი ქარხანას ააშენებს აქ, შეიძლება სულაც ვარიოს ფასი დაჯდეს აქ აწყობილი ინეკონები და ეგ ყველაზე კარგი ვარიანტია.
კი იძახის ზოგი,_არ იქნება ისეთი ხარისხიანი აქ აწყობილიო, მაგრამ როდისღაც ჩვენც ხო უნდა ვისწავლოთ ჩვენით რაღაცის კეთება?! სულ საზღვარგარეთიდან ხო არ უნდა ვეზიდებოდეთ ყველაფერს სპიჩკით დაწყებული და ტრამვაითი დამთავრებული?!
ბელორუსსაც არ ჰქონდა ტრამვაის წარმოების გამოცდილება და არც მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესით დაიკვეხნიან დიდად, მაგრამ დაიწყეს თავისით, ცდილობენ რაღაცას და ბელორუსის პირობაზე ძალიან კარგ ვაგონებსაც აწყობენ.
ხო და ჩვენც უნდა მივბაძოთ რაღაც-რაღაცეებში კოლხოზნიკ ლუკაშენკოს.

ეროვნული პროდუქციას უნდა დავუჭიროთ მხარი. თუ არ დავიწყეთ, არც არასდროს გვექნება საკუტარი წარმოება და ეგრევე პირველივე ჯერზე იდეალურად არაფერი გამოდის. მთავარია დაიწყოს თბილისში ტრამვაის წარმოება და ნელ-ნელა განვითარდება და გაუმჯობესდება ყველაფერი.