Coelophysisდარწმუნებული ხარ რომ თბილისია? ძროხების გამო ვამბობ
* * *
FabianOstatiმაგარი სახლია! უცნაურია რომ არ შეგიმჩნევიათ აქამდე...
ეგ სახლი ეკუთვნოდა ვასილ გაბაშვილს და აშენდა 1897 წელს არქიტექტორ კორნელი ტატიშჩევის პროექტით. (ტატიშჩევის აშენებულია რუსთაველის თატრი, იუსტიციის სამინისტრო)
აქამდე თითქმის უცვლელად მოაღწია, და რისთვისაც მის შთამომავლებს უნდა ვუმადლოდეთ, რომლებიც ზრუნავენ და უფრთხილდებიან შენობას,
თავადვე უკეთებენ რესტავრაციას და არ ელოდებიან კეთილ ბიძია ინვესტორს და მერიას....
გასაბჭოების შემდეგ ჩამორთმეული ოთახები წლების განმავლობაში ნელ-ნელა დაიბრუნეს, გამოისყიდეს
მრავალრიცხოვანი მეზობლებისგან და სახლის აღდგენას შეუდგნენ. ამ სახლს რომ ვხედავ, მიხარია და ვრწმუნდები, რომ მთავარია სურვილი, მონდომება და ყველაფერი გამოვა...
ხოლო ვასილ გაბაშვილი თუ არ ვცდები გენერალი იყო, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის დამოუკიდებელი საქართველოს არმიის ჩამოყალიბებაში,
* * *
ვიკიპედიაში ვნახე ეს ფოტო, და ცოტა ინფორმაციაც არის
გენერალი ვასილ გაბაშვილი (მარცხნიდან მეოთხე) ადიუტანტებითურთ, 1918 წ.