არ მომწონს. არის მრავალი მიზეზი. პირველ რიგში, არის რესურსების გადანაწილებისას არამართებული მიდგომა. როგორც სავარაუდოა, ეს სასახლე აშენებულია სახელმწიფო ხარჯებით. ეკონომიკური კუთხით, ქვეყანაში სადაც მინიმალური ხელფასი ძალიან დაბალია, მრავალ ადამიანს სამედიცინო გამოკვლევის საშუალება არ აქვს, სიღარიბის ზღვარის სიახლოვეს/ქვემოთ მრავალი ოჯახია - ამ დროს, რესურსების გამოყოფა ხდება ისეთ პროექტებზე, რომლის სარგებელი გაცილებით დაბალია ვიდრე, იქნებოდე ეს სარგებელი თუკი რესურსები დაიხარჯებოდა, მაგალითად, აგროკულტურების განვითარებაში.
ანუ, ბიუჯეტდან რესურსები უნდა იყოს გამოყოფილი მხოლოდ იმ პირობით, თუკი აიწონება 1.რა ხარჯი აქვს პროექტს და 2.რა სარგებელი მოყვება ამ პროექტს. ასევე, 3. რა უპირატესობა აქვს ამ პროექტს სხვა პროექტის წინაშე.
უფრო გასაგებად რომ ვთქვათ. მოდით ასეთ მაგალითს ვიტყვი. ადამიანმა აგვისტოს თვეში აიღო ხელფასი 200 ლარი. მან მოინდომა ტელევიზორის შეძენა 100 ლარად, კვებაზე თვეში ხარჯავს 100 ლარს, იმ თვეშივე მის ბავშვს აქვს ოპერაცია გასაკეთებელი რომელიც ჯდება 100 ლარი.
ზოგადად რომ ვთქვათ, რესურსების სიმწირე სახეზეა. ხელზე გვაქვს 200 ლარი, დასახარჯია 300 ლარი. ანუ, მოთხოვნა გაცილებით მეტია საშუალებაზე. შენ როგორ ფიქრობ, როგორ გადაანაწილებდა რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი ამ თანხას? (200 ლარს)
ვარიანტი 1.
100 ლარი ტელევიზორი
100 ლარი საკვები
0 ლარი ოპერაცია.
ვარიანტი 2
0 ლარი ტელევიზორი
100 ლარი საკვები
100 ლარი ოპერაცია.
ვარიანტი 3
100 ლარი ტელევიზორი
0 ლარი საკვები
100 ლარი ოპერაცია.
ამ სამი ვარიანტიდან, რომელს აირჩევდა რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი?
ვიცით, რომ ბიუჯეტში არსებული თანხა შეზღუდულია და ყოველთვის შეიძლება ეს თანხა იქნას გამოყენებული სხვა, გაცილებით უფრო სასარგებლო საქმიანობის დასაფინანსებლად.
მაგალითად,
1. რა ხარჯი აქვს ამ სასახლეს? როგორც იძახიან მილიარდი დოლარი (არ ვიცი ზუსტად, თU ვინმემ იცის იქნება აქვე დაწეროს)
2. რა სარგებელი აქვს ამ სასახლეს? - აბა, ვის რა იდეები აქვს, რა სარგებელი აქვს ამ სასახლეს?
3. რა სარგებელი გადანაწილდებოდა მოსახლეობაზე, თუკი ეს თანხა რაც დახარჯულია ამ სასახლის აშენებაზე (და ასევე, არ უნდა დაგვავიწიდეს, ამ სასახლეს უნდა მოვლა-პატრონობა, უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი, მუდმივი პერსონალი, და ასე შემდეგ, რაც ხარჯებს უფრო და უფრო ზრდის, სარგებელი?) დაიხარჯებოდა სხვა პროექტზე, მაგალითად წყლის გაყვენა სოფლებში, ანდა სარწყავი საშუალებების მოწესრიგება სოფლებში.
ჩვენ გვიკვირს, რომ ჰუსეინისა და გადაფის სახლები იყო მარმარილოთი თუ სხვა ძვირი მასალით მოპირკეთებული. ჩვენ არ მოგვწონს ეს ლიდერები, რომლებიც სახელმწიფო თანხას იყენებდნენ საკუთარი კომფორტის შესაქმნელად.
კი მაგრამ, რატომ გვგონია, რომ საქართველოს აქვს იმის ფუფუნება და საშუალება რომ ძვირფასი და ფეშენებელური სამთავრობო სახლები აშენოს? რამდენია ჩვენი საგარეო ვალი? რამდენია ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი და ექსპორტისა და იმპორტის ბალანსი? მე მგონი არც თუ ისე მდიდრები ვართ, რომ თანხები ვხარჯოთ ფუფუნების პროექტებზე.
არადა, მავანი იტყვის, კი მაგრამ, ეს სასახლე ხომ დარჩება საქართველოს-ო. კი მაგრამ, ხარჯები უკვე გაწეულია, თანხა დახარული, ეს ვის დარჩება უკვე დღევანდელი გადასახედიდან ისეთI აქტუალური არ არის, რადგან რესურსების გადანაწილება უკვე მოხდა არამიმართულებით, ხვალ ვინ იცხოვრებს ამ სასახლეში, ვერ შეცვლის იმ დანაკარგს რაც სავარაუდოდ იქნა დაფიქსირებული.
მისი ვიზუალური მხარე - ამას უფრო არქიტექტორები იტყვიან კონკრეტულად. თუმცა, მე არ მომწონს რადგან, კომპოზიცია ირვევა, საერთO კონტექსტში ვერ ჯდება. გადახედე შორი ხედიდან მის უკან მდებარე სახლებს და გამოიტანე დასკვნა, უხდება თუ არა ეს "თანამედროვე" შენობა ძველ სტილს? არადა, ეს შენობაც რომ არ არის თანამედროვე? ვინღა აშენებს ასეთ სასახლეებს 21-ე საუკუნეში?
საქართველოში სამწუხაროდ ეკონომიკური ნიადაგი არ არის მყარი. ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ.
ღამე მშვიდობისა
პატივისცემით,
განდი.
არწივი.
დავით აღმაშენებლის, ილიას და მაჰათმა განდის გზა ჩვენ ტაძრამდე მიგვიყვანს.
<სძლიო საკუთარ თავს> - აი, რა საკითხი დგას დღის წესრიგში.
<თავისუფლებისკენ მიზანმიმართული სწრაფვა>, <საკუთარი ხალხის უანგარო სამსახური>, <პრიორიტეტების გონიერი გადანაწილება>, - განდი-- "თავისუფლებისთვის მებრძოლი".