ხიამენის საჩივარი
მოგახსენებთ, რომ ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის (სპა 130023991) სატენდერო კომისიის მიერ მოხდა ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტის Xiamen Golden Dragon Bus Co., Ltd დისკვალიფიკაცია.
რაც კომისიის მიერ შეგნებულად კანონდარღვევით განხორციელდა.
კომისიის მიერ 27.11.2013 წ. სატენდერო კომისიის ოქმით #2 დაგვევალა ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება (48 პუნქტი), რაც იმთავითვე ტენდენციური იყო, თუმცა ჩვენს მიერ დამატებით განხორციელდა დაზუსტება სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
აღსანიშნავია რომ „სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს“.
ამჯერად სატენდერო კომისიის მიერ 48 პუნქტიდან განმეორებით 10 პუნქტზე თითქოსდა ჩვენს მიერ დაშვებულ უზუსტობებზე აპელირებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დისკვალიფიკაციის შესახებ.
განვმარტავთ რომ დისკვალიფიკაციის საფუძვლად გამოყენებული 10-ვე შენიშვნის მოთხოვნები ჩვენს მიერ წარდგენილ სატენდერო და დაზუსტების დოკუმენტაციაში სატენდერო მოთხოვნების შესაბამისად ამომწურავად არის დაკმაყოფილებული. (იხილეთ მიბმული ფაილი "დავის არსის ფაქტობრივი გარემოებები")
დავების განხილვის საბჭოზე ჩვენს მიერ წარმოდგენილი იქნება ყველა მტკიცებულება, რაც ერთის მხრივ დაამტკიცებს ჩვენს სამართლიან მოთხოვნას, ხოლო მეორეს მხრივ გამოაშკარავებს მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ტენდენციურობას, არაობიექტურობას და დანაშაულებრივ მიზანს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
1. გაუქმდეს ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის სატენდერო კომისიის მიერ მიღებული კანონმდებლობის შეუსაბამო გადაწყვეტილება (06.12.2013 წ. ოქმი #3) Xiamen Golden Dragon Bus Co., Ltd დისკვალიფიკაციის შესახებ.
2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის გამო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ორგანოების წინაშე სააგენტომ დააყენოს შესყიდვის მონაწილეთა პასუხისმგებლობის საკითხი.
საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
მუხლი 23. გასაჩივრებისა და დავის განხილვის წესი
გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი
მუხლი 12. შერჩევა/შეფასება
გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი
მუხლი 13. დისკვალიფიკაცია
This post has been edited by PREDATOR on 11 Dec 2013, 16:23