TramwayManpolarisამდენ კინკლაობას არ გირჩავნიათ გამართულად აუხსნათ?
მე შევეცდები.
temartტრამვაი და ავტობუსი არის თვისობრივად სხვადასხვა ტრანსპორტი.
ავტობუსი გამოიყენება კონკრეტულ, რთულ მარშრუტებზე შედარებით ცოტა ხალხის გადასაყვანად.
ტრამვაი არის სხვადასხვანაირი, მაგრამ ის ვარიანტი რასაც თბილისისთვის განვიხილავთ არის დიდ ხალხის მასებზე გათვლილი და არტერიულ მარშრუტებზე.
ანუ ტრამვაი შეიძლება განვიხილოთ როგორც მეტროს კონკურენტი (იმედია მეტროზეც არ გვეტყვი, რაღა დროსია წინ იყურეთო

)
წარმოიდგინე ტრამვაის გაჩერება, იზოლირებული, ტურნიკეტებით შესასხლელი, და უნდა ჩამოდგეს მხოლოდ ერთი ტრამვაი. არა რომელიმე ნომერი, არამედ ერთი. არის ბევრი სექციიანი (უფრო გასაგებად რომ გითხრა, რამდენიმე ვაგონი, თუმცა ვაგონს არ ეძახიან). ტრამვაის მოსვლის თანავე გაჩერება იცლება, ანუ არ არსებობს ვის რა ნომერი აწყობს, ეგ ცნება. მოძრაობს ისეთ მარშრუტზე, სადაც თითოებული გაჩერება არის პოტენციურად, პატარა ტრანსპორტში გადაჯდომის პუნქტი.
ანუ ფაქტიურად არის მეტრო, ოღონდ მიწის ზემოთ. მოძრაობს სწრაფად და გადაყავს ბევრი ხალხი. სამაგიეროდ არ მიდის უშუალოდ უბნამდე, მოძრაობს ცენტრალურ ქუჩებზე. (ავღნიშნოთ A ცვლადით, ამ ტიპის ტრანსპორტი)
ახლა რა არის ავტობუსი/ტროლეიბუსი/ელექტრობუსი/ჰიდროგენბუსი/მარშუტკა. (ავღნიშნოთ B ცვლადით, ამ ტიპის ტრანსპორტი)
აქვს ნომერი, ერთ გაჩერებაზე გამოივლის სხვადასხვა ნომერი, იტოტება მთელ ქალაქში, და გადაჰყავს მხოლოდ კონკრეტულ ადგილას მიმავალი მგზავრი.
იმაზე, რომ ნავთობპროდუქტებზე რაც ნაკლები ტრანსპორტი იქნება, მით უკეთესია, ყველა ერთ აზრზე ვართ. ჩვენ არ ვართ ნავთობმომპოვებელი ქვეყანა, შესაბამისად ყოველი გახარჯული ლიტრი დიზელი ნიშნავს ქვეყნიდან გასულ ფულს. თუ იქნება ელექტრო ტრანსპორტი, ფულის დიდი ნაწილი დარჩება ქვეყანაში, რადგან ელექტროენერგიას გამოვიმუჩავებთ.
ცხადია კიდევ არის ეკოლოგია და ბევრი მიზეზი, რის გამოც ყველა ვთანხმდებით რომ დიზელის ტრანპორტი არის ც უ დ ი !
მაგრამ: ქალაქში მანქანების ზრდასთან ერთად, იზრდება საცობი. იზრდება ამ ტიპის ტრასპორტის რეჟიმის დადგენის სირთUლეც. რაც უფრო მოიმატებს საცობები, მით უფრო არაპროგნოზირებადი იქნება რა დროში მიხვალ სამსახურში B ტიპის ტრანს[პორტით, რადგან ის დამოკიდებულია საცობზე.
თუ მოეწყობა არტერიული ტრანსპორტის გამართული სისტემა, ადვილი იქნება პროგნოზირება.
ტრამვაი/მეტრო მოძრაობს დადგენილი რეჟიმით და ზუსტად გამოთვლადია რომელ გაჩერებაზე რა დროში მივა, რაც არ უნდა შორი იყოს.
მაგალითად თU ცხოვრობ დიდ დიღომში და მუშაობ ორთაჭალაში.
შენი მიკრორაიონიდან უნდა ჩამოხვიდე მარშუტკით, ავტობუსით იტოგში B ტიპის ტრანსპორტით ტრამვაის სადგურამდე. (დაუშვათ გუდვლითან)
შემდეგ კი მთელ ქალაქში რაც არ უნდა საცობი იყოს ზუსტად იცი რა დრო გინდა ტრამვაის ბოლო სადგურამდე.
ანუ სისტემა უნდა იყოს ასეთი:
სახლი-უახლოესი ტრამვაის/მეტორს გაჩერება - B
უახლოესი ტრამვაის/მეტორს გაჩერება - სამსახურთან უახლოესი ტრამვაის/მეტორს გაჩერება - A.
სამსახურთან უახლოესი ტრამვაის/მეტორს გაჩერება - სამსახური - B.
და ისე უნდა განვითარდეს, რომ Bს მარშუტები იყოს რაც შეიძლება მოკლე.
ანუ თქვენი შემოთავაზებული ელექტრობუსი, და ჩვენი შემოთავაზებული ტრამვაი საერთოდ არანაირად არაა ერთი მეორის კონკურენტი.
თან ისიც გაითვალისწინეთ, რომ B ტიპის ტრანსპორტი უნდა იყოს არც ისე დიდი ზომებში, გამომდინარე თბილისის უბნებისა.
იმედია რამე მაინც გაიგეთ ჩემი ნაწერიდან