9999ეს რატომ არ დააკოპირე და გააბოლდე ?

2012-02-07 09:33:55
„თბილისის მიკროავტობუსი“: ტარიფის 1 ლარამდე გაზრდა იდეის დონეზეც არ განიხილება
commersant.ge
მიკროავტობუსების ტარიფის ღირებულების 1 ლარამდე გაზრდას „თბილისის მიკროავტობუსი“ იდეის დონეზეც კი არ განიხილავს. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა commersant.ge–ს განუცხადა. მისი თქმით, „ყვითელი სამარშრუტო ტაქსებით“ მგზავრობის საფასური არ გაიზრდება და მგზავრებს დედაქალაქში გადაადგილებისთვის მხოლოდ 80 თეთრის გადახდა მოუწევთ.
განსხვავებული განცხადებები კეთდება მიკროავტობუსების მძღოლების მხრიდან. მათი თქმით, ტარიფის საფასურის 1 ლარამდე გაზრდა სავსებით რეალურია და დედაქალაქის მოსახლეობა ამ პრობლემის წინაშე ადრე თუ გვიან დადგება.
საფასური უკვე გაიზარდა 60 თეთრიან სამარშრუტო ტაქსებზე. მგზავრები, რომლებიც # 120, 170 და 176 მიკროავტობუსებით გადაადგილდებოდნენ, 60-ის ნაცვლად უკვე 80 თეთრს იხდიან.
„თბილისის მიკროავტობუსში“ აღნიშნულ მარშრუტებზე საფასურის ზრდას მათი გრძელი რეისით ხსნიან.
http://commersant.ge/index.php?id=6737