ოოო, მაშინ მოყვარულთა რალის წესები უნდა აგიხსნა. არ მეზარება, დავიწყოთ.
სტარტი-შეიძლება იყოს ნებისმიერი ადგილი სადაც ბევრი მანქანა ეტევა, მაგ. რესპუბლიკის მოედანი.
სტარდიდან გადის თითო თითო მანქანა, 1 ან 2 წუთიანი ინტერვალით. მანქანებს აკვრიათ საბორტე ნომერი (საქართველოს შემთვევაში უბრალო A4).
ყველა ქალაქის წესის დაცვით გადაადგილდება მიცემული ლეგენდის მიხედვით. (ლეგენდა არის ფურცლები, სადაც წერია როდის სად უნდა გაუხვიო. ნუ ეგრე არ წერია, მთავარი იმის გაშიფრვაა.)
იცი საშუალო სიჩქარე რა გაქვს, არის ხოლმე ძირითაად 20-25კმ/სთ, რათა ყველა შუქნიშანი და ყველა წესი დაიცვა.
მიხვალ მაგალითად გაგარინზე. გაგარინს ქვია DK, ანუ დროის კონტროლი. (იგივე TC, time control) თუ მიხვედი იმაზე ადრე, ვიდრე 25-ით რომ გევლო მიხვიდოდი, გეწერება საჯარიმო ქულა. დაგვიანებაზეც ჯარიმაა. რომ გიწერია 12:35 ზე უნდა მიხვიდე, უნდა მიხვიდე ზუსტად. არც 12:34 არც 12:36
შემდეგ მიდიხარ კიდევ სადღაც. (ასევე შენ უნდა გაიგნო სად მიდიხარ). გარდა მაგისა არის უეცარი დროის კონტროლი (UDK), რომელიც სად გაგეჩითება არ იცი.
შეიძლება რესპუბილიკის მოედინდან დაიძრა 60-ით და იქვე დაგხვდეს ქიაჩელზე და იასნია საშუალო სიჩქარეზე ადრე იქნები მისული და ჯარიმდები. UDK მარტო ადრე მისვლაზე გაჯარიმებს, გვიანზე არა.
მაგრამ გარდა იმისა, ვის რა ჯარიმა აქვს ყველა DK ზე, არის რაღაც ღონისძიება. ან ჩქაროსნული რაღაც მონაკვეთი უნდა გაიარო. (ცხადია გადაკეტილი), ან ფეხით გაიქცე, ან ადჟიმანია, ან კოკა-კოლას ვინ ჩქარა დალევს, ან ვინ რამედ სტროფს იტყვის ვეფხისტყაოსნიდან. ნებისმიერი სახალისო თუ სპორტული შეჯიბრი, რომელიც წინასწარ არ იცი. და მაგის ქულებიც გემატება. ეგ არის SS. ანუ special stage.
შენდეგ შეიკრიბება SS-ის, DK-ს და UDK -ს ქულები და გამოვლინდება გამარჯვებულები.
აუცილებელი ატრიბუტებია პასტა, რომ მონიშნო რა გაიარე, მარშუტკებისნაირი წამზომი, რომ გაიგო რამენი დაგრჩა დრო DKმდე, და თუ სპიდომეტრი მილებში გიჩვენებს კალკულატორი
ძირითადი ინტელექტიულური შრომა შტურმანზეა

MAN TGS და მერსედეს უნიმოგი? ეგენი იცი რა ღირს?
შარშან როგორ კაცო, შარშან TGS არ გამოდიოდა, TGA იყო. ალბათ წლის მიწურულს.
This post has been edited by Kublicha on 26 Nov 2011, 21:42