დღეს ბევრი სურათი მაქვს დასადები სხვადასხვა თემაში.
დავიწყოთ ყოფილი გამომცემლობა "მერანით", თუ არ ვცდები I ფოტორეპორტაჟია ამ ადგილიდან.
როგორც ბანერებიდან ირკვევა, მაღაზიები და კაფეები იქნება I სართულზე, მაგრამ უკან რა იქნება, და ზედა სართულებზე ვერ გავარკვიე.
არ შეგეშინდეთ, გროზნო ან კოსოვო ან ავღანეთი არ გეგონოთ, თბილისია, რუსთაველის გამზირი.

რედისონი ასე ლამაზი არაფრის ფონზე არ იქნება

იმდენად ფხვიერი გრუნტია რომ ძალიან იოლად ითხრება, თუმცა სამაგიეროდ სერიოზული გამაგრებითი ღონისძიებების ჩატარება მოუწიათ (მილებს ვგულისხმობ)

გაგიკვირდებათ და ხიმინჯებზეა.

ექსკავატორმა ჩაანგრია მიწის ზედა ფენა