ინფორმაცია ბათუმი-თბილისის სამგზავრო მატარებელზე გაჩენილი ხანძრის თაობაზე ტყულია
მარტი 14, 2012
28 თებერვალს გავრცელებული ცრუ ინფორმაცია ბათუმი-თბილისის სამგზავრო მატარებელზე გაჩენილი ხანძრის თაობაზე საქართელოს რკინიგზამ იმ დღესვე უარყო. თუმცა, ეს ტყუილი რატომღაც მაინც ვრცელდება სოციალურ ქსელებში.
საქართველოს რკინიგზა კიდევ ერთხელ ურყოფს გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას და აზუსტებს, რომ 28 თებერვალს, ღამის სამგზავრო მატარებლზე რეისით ბათუმი-თბილისი დაფიქსირდა მხოლოდ მცირე ტექნიკური შეფერხება (ბუქსის ხურება), რამაც გამოიწვია მატარებლის სამგზავრო გრაფიკთან შედარებით 38 წუთით დაგვიანება.
მოგეხსენებათ, ინფრასტრუქტურული პროექტის „სწრაფი რკინიგზის« წარმატებით მიმდინარეობისა და ახალი, სწრაფი მატარებლების გამართული მუშაობის მეშვეობით, მატარებლების დაგვიანება და სამგზავრო გრაფიკიდან ამოვარდნა დიდი იშვიათობა გახდა. ჩვენი სამგზავრო მატარებლები ცენტრალურ მაგისტრალზე 120 კმ. საათს ავითარებენ და ზედმიწევნით, წუთების სიზუსტემდე იცავენ სამგზავრო განრიგს.
რაც შეეხება რკინიგზის უსაფრთხოებას, ზედმიწევნით დაცულია უსაფრთხოების ყველა ნორმა. ყველა სადგურში და მაგისტრალის ყოველ 30 კილომეტრში დგას თანამედროვე დანადგარი, რომელიც ინფრაწითელი სხივებით ამოწმებს მატარებლის უსაფრთხოებას (ე.წ. კატეესემი).
წელს სამგზავრო გადაყვანების თანამედროვე უსაფრთხოების დაცვის სისტემებისა და ახალი ელექტრომატარებლების შესაძენად ჩაიდო ინვესტიცია, ისევე, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისათვის, სადაც დამატებით შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და დამატებით დასაქმდებიან ადამიანი. უკვე შეძენილია და დამონტაჟდა საერთაშორისო სატვირთო ვაგონების კონტროლის სისტემები, რომლებიც საქართველოს საზღვრებზე უცხოური ვაგონების გამართულობასაც შეამოწმებს.
საქართველოს რკინიგზა უცხოელი ექსპერტების მიერ შეფასებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი და უსაფრთხო რკინიგზა რეგიონში. საერთაშორისო სააგენტო Fიტცჰ ღატინგს-მა საქართველოს რკინიგზის საკრედიტო პოტენციალის გადახედვის შემდეგ დააზუსტა მისი საკრედიტო რეიტინგი და დაზუსტების შემდეგ განმეორებით მიანიჭა «პოზიტიური B+».
გარდა ამისა, საქართელოს რკინიგზაში მიმდინარეობს სამგზავრო მატარებლების ელმავლების მოდერნიზაციის პროექტი, რომელსაც ჩვენი დაკვეთით ახორციელებს თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა. პირველ მოდერნიზებულ ელმავალს უახლოეს დღეებში ველოდებით და აპრილის ბოლოსათვის კი, სამგზავრო ელმავლების პარკის განახლების პროექტის პირველი ეტაპი დასრულდება.
საქართველოს რკინიგზის სამგზავრო მატარებლები, მათი ტექნიკური მდგომარეობა, უსაფრთხოება და სისწრაფე სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს.
http://railway.ge/?web=0&action=news&lang=geo&npid=228