დღეიდან ყველა რკინიგზელი და მისი ოჯახი დაზღვეულია
აპრილი 04, 2012
დღეს, შპს “საქართველოს რკინიგზასა” და სადაზღვევო კომპანია “ირაოს” შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ვენის სადაზღვევო ჯგუფი, სადაზღვევო კომპანია “ირაო” ყველა რკინიგზელის და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას სრულფასოვნად დააზღვევს.
სადაღვევო პაკეტზე მუშაობა რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. შედეგად, სპეციალურად რკინიგზელთათვის მომზადებული იქნა საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე არსებული ერთ-ერთი საუკეთესო პაკეტი.
ეს გახლავთ უპრეცედენტო დაზღვევა საქართველოს რკინიგზის თანამშრომელთათვის, სადაც თანაბარი პირობებით არიან დაზღვეულნი რკინიგზელები და მათი ოჯახის წევრები.
დაზღვევა ითვალისწინებს ისეთ მომსახურებას, რომელიც უპრეცედენტოა რკინიგზელთათვის. ეს გახლავთ: გადაუდებელი და გეგმიური ამბულატორიული და ჰოსპიტალური მომსახურება, რომელიც მოიცავს დაზღვევამდე არსებული ქრონიკული დაავადებების მკურნალობასაც, მათ შორის კარდიოლოგიურ და ონკოლოგიურ მკურნალობას. სადაზღვევო პაკეტი ასევე ითვალისწინებს მედიკამენტების ანაზღაურებას, სიცოცხლის დაზღვევას, სტომატოლოგიას და სხვა მრავალ მომსახურებას როგორც რკინიგზელთათვის, ასევე მათი ოჯახის წევრებისათვის.
მზღვეველი საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს პროვაიდერებად სთავაზობს წამყვან და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ კლინიკებს, როგორც თბილისში, ასევე ყველა ქალაქსა და რაიონულ ცენტრში. ამის მიუხედავად, დაზღვეულს უტოვებს თავისუფალი არჩევანის უფლებას და იმ შემთხვევაში, თუ დაზღვეული მიმართავს სხვა კლინიკას, ეს თანხაც ანაზღაურებული იქნება.
იმისათვის, რომ დაზღვეულებს უფრო მეტად გაუმარტივდეთ სამედიცინო მომსახურების მიღება, მოქმედებს ირაოს საინფორმაციო სამსახური და საქართველოს რკინიგზის 24 საათიანი ცხელი ხაზი.
საქართველოს რკინიგზა თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის დაზღვევაში წელს 5 მილიონ ლარს გადაიხდის.
http://railway.ge/?web=0&action=news&lang=geo&npid=231
МАШИНИСТ!ПРОЕЗД ЗАПРЕЩАЮЩЕГО СИГНАЛА ЯВЛЯЕТСЯ ТЯГЧАЙШИМ НАРУШЕНИЕМ ПРАВИЛ ЖЕЛЕЗНОДОРОЖНОГО ДВИЖЕНИЯ!