ერევანი-მახინჯაურის მიმართულებით ახალი მატარებელი მოძრაობს
ივნისი 18, 2012
საკურორტო სეზონის დაწყებასთან ერთად, მიმდინარე წლის 15 ივნისიდან ერევანი-მახინჯაური-ერევანის მიმართულებით დაინიშნა საფირმო ჩქარი მატარებელი № 201/202. რომელიც 30 სექტემბრამდე ყოველდღიურად იმოძრავებს.
მატარებელი ერევნიდან 15:15 გამოდის და მახინჯაურში 7:25 წუთზე ჩადის. ტარიფი განისაზღვრა ვაგონების კატეგორიების (კლასების) მიხედვით. მგზავრთნაკადის გაზრდის შემთხვევაში გაიზრდება სამგზავრო ვაგონების რაოდენობაც.
ერევანი-მახინჯაური-ერევანის მიმართულებით სამგზავრო მატარებელი 2006 წლიდან ასრულებს რესიებს. საქართველოში ტურიზმის განვითარებასთან ერთად გაიზარდა მოთხოვნილება სარკინიგზო მომსახურებაზეც. ოპტიმიზაციის შედეგად შეირჩა მგზავრებისათის ხელსაყრელი მოძრაობის გრაფიკი, რამაც უფრო კომფორტული გახადა მგზავრობა და შეაბამისად, მგზავრთნაკადის მატებას შეუწყო ხელი.
http://www.railway.ge/?web=0&action=news&lang=geo&npid=236ვის წაართვეს ვითომ მატარებელი ?