ესე იგი, ვინც არ იცით, მუშტაიდის რკინიგზის თემაში
მუშტაიდის რკინიგზა (post #29407923) გაჩნდა იდეა შეგვედგინა იშვიათი და საინტერესო ლოკომოტივების და ვაგონების სია საქართველოში, რომლებიც ან უკვე განთავსებულია პიედესტალზე ან მუზეუმში, ან ამას იმსახურებენ. სარკინიგზო, მეტროს და ტრამვაის შემადგენლობების გარდა, სიაში ასევე შევიყვანეთ შიდაწვის ან ელექტროძრავზე მომუშავე მუნიციპალური ტრანსპორტი.
რათა მოკლედ დაგვეხასიათებინა თითოეული ეკზემპლარი, მოვიგონეთ პირობითი კატეგორიები (რა თქმა უნდა სუბიექტური და მათი შემდგომი დახვეწა შესაძლებელია). ეს კატეგორიები განმარტავენ, თუ რატომ იმსახურებს ესა თუ ის ეკზემპლარი სამუზეუმო სტატუსს. განვსაზღვრეთ ასეთი ოთხი კატეგორია:
A. მცირე ტირაჟით გამოშვებული მოდელები, ან ფართო ტირაჟით გამოშვებულია, მაგრამ ამჟამად რამდენიმე არის მხოლოდ დარჩენილი მსოფლიოში
B. გარკვეულ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებული მოდელები
C. ფართო ტირაჟით გამოშვებული მოდელები, რომლებიდანაც გარკვეული რაოდენობა შენარჩუნდა და დღეს შედარებით კარგად არის წარმოდგენილი მსოფლიო მუზეუმებში, მაგრამ საქართველოში დარჩენილია მხოლოდ ერთი, ან რამდენიმე ეკზემპლარი.
D. ფართო ტირაჟით გამოშვებული მოდელები, რომლებიდანაც დიდი რაოდენობა დღესაც მუშაობს. მოდელი წარმოადგენს მოძრავი შემადგენლობის ტიპიურ ნაირსახეობას მოცემული რეგიონსათვის მოცემულ ეპოქაში და საინტერესოა არა იშვიათობის, არამედ საპირისპიროდ, ტიპიურობის გამო.
კონკრეტული ეკზემპლარების სია ჯერჯერობით ესაა და ვისაც აქვს ინფორმაცია სხვა საინტერესო მოდელებზე, სიამოვნებით დავამატებთ.
სიას პირობითად ეწოდა დეზლ მატარებელთა სია

1. ТЭ3-5386, თბილისი სატვირთო სალოკომოტივო დეპო, კატეგორია C
2. პოლონსოს სისტემის ბრონირებული ვაგონი, სტალინის მუზეუმი გორში, კატეგორია A, B
3. Л სერიის ორთქლმავალი, ხაშურის სალოკომოტივო დეპო, კატეგორია C
4. დიზელ-მატარებელი Д-049, თბილისი სატვირთო სალოკომოტივო დეპო, კატეგორია C
5. ელმავლები ВЛ22м, ქუთაისის დეპო, კატეგორია C
6. ელმავალი ВЛ19, პიედესტალზე ხაშურის სალოკომოტივო დეპოში, კატეგორია A, B
7. Ср3 ელექტროსექცია, ხაშურის სალოკომოტივო დეპო, კატეგორია C
8. თბომავლები ЧМЭ2 თბილისის და სამტრედიის დეპოებში, კატეგორია C
9. ვიწროლიანდაგიანი სამგზავრო ვაგონი ბორჯომის დეპოში, კატეგორია A
10. ვიწროლიანდაგიანი ორთქლმავლები Ьп ბორჯომის სადგურთან და თბილისი ვაგონშემკეთებელთან (ფაბიანის ნაპოვნი), კატეგორია A
11. ვიწროლიანდაგიანი ორთქლმავლები Гр, კატეგორია C
12.სამანევრო ორთქლმავალი Ьвн-9775 სამტრედიის სადგურთან პიედესტალზე, კატეგორია A
13. Aк-1721 მუშტაიდის პარკში, კატეგორია A, B
14. მეტრო ვაგონი B4-163, ნაძალადევის ელექტროდეპო, კატეგორია A
15. ნორმალური სატვირთო ვაგონი (НТВ), საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, კატეგორია A, B
16. ცისტერნა, გორის შპალსაჟღენთი ქარხანა, კატეგორია C
17. სატვირთო ვაგონი, თბილისის სატვირთო სავაგონო დეპო, კატეგორია C
18. ელმავლები ВЛ-8, კატეგორია D
19. რეტრო-ტრამვაი KТM2, ტრამვაის დეპოს სამეურნეო ბაზა ავჭალაში, კატეგორია A
20. ელექტრომატარებლები Эр1 ან Эр2 პირვანდელი დიზაინის კაბინით (გლობუსი), კატეგორია D
21. RIC სტანდარტის სამგზავრო ვაგონები, კატეგორია C
22. ვიწროლიანდაგიანი ელმავლები ЧС-11, ბორჯომის ვიწროლიანდაგიანი დეპო, კატეგორია A
23. ტროლეიბუსი Skoda 9Tr, ტროლეიბუსების დეპო რუსთავში, კატეგორია C
24. ტროლეიბუსი Skoda 14Tr 3 კარიანი, ტრამვაის დეპოს სამეურნეო ბაზა ავჭალაში, კატეგორია C
25. ტროლეიბუსი Skoda 14Tr 2 კარიანი, ტრამვაის დეპოს სამეურნეო ბაზა ავჭალაში, კატეგორია A
26. ტროლეიბუსი ЗиУ-682, ტროლეიბუსების დეპო ქუთაისში, კატეგორია C
27. Pafawag-ის ქარხნის ვიწროლიანდაგიანი სამგზავრო ვაგონი, რუსთავის საბავშვო რკინიგზა, კატეგორია C
28. ПВ51 მოდელის ვიწროლიანდაგიანი სამგზავრო ვაგონი, რუსთავის საბავშვო რკინიგზა, კატეგორია C
29. Ikarus 200 სერიის ნებისმიერი მოდელის ავტობუსი, კატეგორია C
30. ЛАЗ-695 მოდელის ავტობუსი, კატეგორია D
31. მიკროავტობუსი RAF-2203, კატეგორია D
32. Den Oudsten ატელიის ავტობუსი, კატეგორია D
This post has been edited by polaris on 31 Jan 2012, 11:56