დღეს ჩავედი მუხიანიდან შეშელიძეზე მაგ გზით დილით
პირველი ფენა ასფალტი დასხმულია უმეტესად. უკვე ისეთ მდგომარეობაშია რომ ნებისმიერი მანქანით შეიძლება ზედ სიარული, უბრალოდ 1-2 დღით დაკეტავენ ისევ სანამ ასფალტს დაასხამენ ბოლომდე ალბათ.
გობრონიძეზე მოსაბრუნებელი დაწიეს ცოტა ქვემოთ, მოტრიალდები იქიდან და შედიხარ მაგ გზაზე.
ნუ შუქნიშანი ჯერჯერობით არ მუშაობს, მაგრამ როცა მუხიანიდან მიდიხარ ქვემოთ, აუხვევ ზემოთ შეშელიძეზე და 100 მეტრში მოსაბრუნებელია იქვე, რომპეტროლის კალონკასთან.
მოკლედ, რაც გააკეთეს ეს ახალი ესტაკადები და ა.შ. საუკეთესო პროექტია IMHO

სისხლი გვქონდა გაშრობილი მანდ ვინც ვცხოვრობთ, 10-15 წუთი გვინდოდა ხშირად რომ მუხიანიდან შეშელიძეზე გავსულიყავით, იმხელა წრის დარტყმა და მუდმივ საცობში დგომა გვიწევდა. 2 წუთში შეშელიძეზე ვიყავი დღეს, დილის 10-ის ნახევარზე როცა პიკია ხოლმე შეშელიძეზე, იმხელა ნაკადი ჩამოდის გლდანის მხრიდან.

რამდენიმე დღეში წესით უკვე უნდა გაიხსნას ეგ გზა საბოლოოდ.
Racing is life. Anything that happens before or after is just waiting.