46 კარგია, მაგრამ გარემოში არ ჯდება. მეტი სივრცე მოუხდებოდა.
სწორედ გარესმოსთან შეხამების მხრივ, სხვებთან შედარებით უფრო გააზრებულად გამოიყურება 36-ე ნომერი.
მასშტაბი ადამიანურია, სტალინური შენობების ფონზეც არ იკარგება, და გამზირის დაბალსართულიან განაშენიანებასაც შეესაბამება, კრავს მოედანსაც და აღმაშენებლის ორი მონაკვეთის პერსპექტივებსაც ასრულებს.

არ მეგონა, რომ ოდესმე პავლე ძინძიბაძის ნამუშევარს მოვიწონებდი (მე თვითონაც არ მჯერა). არაფეი განსაკუთრებული, მაგრამ წავა.
თუმცა, ოქროს ქანდაკება და, ზოგადად, ასეთი ფორმალური ექსპრესიულობა და ყალბი ლირიზმი არ მომწონს. მაგის გარეშე უფრო თანამედროვედ გამოჩნდება.
თუ მაინც და მაინც ქანდაკებააა საჭირო, იმჰო, "კენტავრ-მშვილდოსნი" მოუხდებოდა (მე-17-ე ვარიანტიდან - ცხადია, ბევრად უფრო დაპატარავებული).