მოგესალმებით!
ამ წუთას მოვედი სახლში, გაცოფებულ-აღშფოთებული, პლუს რადიაცია დასხივებული. ვისაც აყროლებული ტაქსით გიმგზავრიათ მიხვდებით რას ვგულისხმობ.
მოკლედ, ვაჩერებ ტაქსს, ვიხედები შიგნით და ისეთი სიბინძურეა, რომ იქ ჩაჯდომა უკვე თავმოყვარეობის ამბავია... ბოდიშს ვუხდი (კიდევ მე მერიდება)
და ვეუბნები მიზეზს, რატომაც ვერ ჩავჯდები, გადააქნევს თავს მრავალმნიშვნელოვნად "წიპა"- "მომინდომა შანელის სუნამო ნაპკურები ტაქსი " და ისე დააბღუილებს და გავარდება, შავ კვამლში მტოვებს... -ეს როგორ ვაკადრე!

მაგრამ ეს სიტუაცია უფრო იშვიათად ხდება, ძირითადად მერიდება და ვჯდები, ან მეჩქარება და ასარჩევად არ მაქვს საქმე....
ასე იყო დღესაც; გავაჩერე მივხვდი, რომ არ უნდა დავმჯდარიყავი მარა ფასიც ისეთი მითხრა, შარს მერ მოსდებდი და ვერ დაიწუნებდი, ხოდა დავჯექი... დავჯექი მაგრამ ამას მოყვა ის რომ ალბათ 2 დღე საჭმელს ვერ შევჭამ, ასეთი ტოქსიკოზის შეგრძნება ორსულობის დროსაც არ მქონია
უკვე დიდი ხანია მაწუხებს, ეს პრობლემა და არა მარტო მე.
გასაგებია, რომ ცოდოა ის ვიღაცა, სახლში საღამოს ბავშვებს პურს უყიდის და ა.შ. მაგრამ ხომ შეიძლება, ხალხს რომ ემსახურები, კეთილი ინებო და ტორპეტოდან კვარტალში ერთხელ მაინც გადაწმინდო მტვერი. რაც შეეხება სავარძლებს, ადიელა მაინც გადააფარო, საქართველოს დემოგრაფიული პრობლემის ახმოფხვრის მცდელობის ნაშთებს....
ან კიდევ, მინდვრიდან გამოსული მძღოლები , რომ არიან - ვაჩერებ და ვეუბნები რომ ვაკეში მინდათქო... მისი პასუხი კი ასე ჟღერს -"კოლმეურნეობამდე მიგიყვან და იქიდან შენ მასწავლეო"
ეგ რა არის... პიონერთა სასახლე არ იცოდა ჩემს პრაქტიკაში მინიმუმ 10 მძღოლმა, აქედან ორი, თავს დებდა თბილისელი ვარო .
ვიმსჯელოთ ამ საკითხზე, რა შეიძლება გაკეთდეს. თანდათან განვავრცობ თემას და მოგაწვდით ზოგად ინფორმაციებს.
p.s. თუ რომელიმე ტქსის მძღოლი წაიკითხავთ, ძალიან გთხოვთ ნუ გეწყინებათ, უბრალოდ გამიგეთ და გამოასწორეთ!
This post has been edited by kakanati on 22 Nov 2012, 23:17