გუშინ ცუდი ღამე იყო.
4 ადამიანი დაიღუპა სხვადასხვა ავარიაში.
დაბა ურეკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი პოლიციელი დაიღუპა. ფოთის მიმართულებით მოძრავი "მერსედესის" მარკის ავტომობილი მდინარე სეფაში გადავარდა. ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურის ბრიგადებს ირაკლი ადამია, ედუარდ და თემურ თოდუები გარდაცვლილი დახვდათ. სამივე გარდაცვლილი ფოთის პოლიციის თანამშრომელი იყო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გურიის სამაშველო სამსახურში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
"მსუბუქი ავტომანქანა მდინარე სეფაში ხიდიდან გადავარდა. გურიისა და აჭარის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივი მუშაობის შედეგად, ცხედრები ამოვიყვანეთ მდინარიდან", _ განუცხადეს "ინტრეპრესნიუსს" გურიის სამაშველო სამსახურში.
სამივე გარდაცვლილის ცხედრები ექსპერტიზის ჩატარების მიზნით ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.
და
დიდუბის ხიდთან ავარიის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა
10:33 25-07-2013
დიდუბის ხიდთან ავარიის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა თბილისში მომხდარი ავარიის შედეგად, გუშინ ღამით ერთი მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სააგენტოდან აცნობეს , BMW-ს მარკის ავტომანქანა სხვა ავტომობილთან შეჯახების შემდეგ განათების ბოძს შეეჯახა. ავარიის შედეგად BMW-ს მარკის ავტომანქანა აალდა და მასში მყოფი მამაკაცის ცხედარი მაშველებმა დამწვარი იპოვეს.
ამასთან, დაშავდა მეორე ავტომანქანაში მყოფი ორი ახალგაზრდაც. შემთხვევა დიდუბის ხიდთან მოხდა. მომხდარის შედეგად სააგენტოში შეტყობინება 01.03 საათზე შევიდა.



This post has been edited by Kublicha on 25 Jul 2013, 12:58