ფინანსურს მარტო ლურჯი ფერის შუქურის გამოყენების უფლება ქონია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება N589 2004 წლის 2 ნოემბერი ქ. თბილისი
“ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების წესის” დამტკიცების თაობაზე
მუხლი 3.
1. სპეციალური სიგნალების, ლურჯი ან ლურჯი და წითელი ფერის შუქურის დაყენება-გამოყენების ნებართვა გაიცემა ოპერატიულ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის, ხანძარსაწინააღმდეგო, საბანკო დაწესებულებების საინკასაციო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების განმახორციელებელ სამსახურებზე რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.
2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – ბუნებრივი რესურსების სააგენტოზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის განყოფილებაზე რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშულებებზე გაიცემა
მხოლოდ ლურჯი ფერის შუქურის დაყენება-გამოყენების ნებართვა.(2.03.2012 N 171)