რაც მთავარია ივახვედრე


საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი „112“ ამოქმედდა
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის თანახმად მიმდინარე წლის ივნისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ამოქმედდა საგანგებო სიტუაციებში გადაუდებელი დახმარების გამოძახების ერთიანი სპეციალური მოკლე ნომერი - 1-1-2.
გარდამავალ ეტაპზე უზრუნველყოფილი იქნება, არსებული მოკლე ნომრების (საპატრულო პოლიციის - 122, სახანძრო-სამაშველო სამსახურის - 111 და სასწრაფო სამედიცინო დახმარების - 113) და საგანგებო სიტუაციებში გადაუდებელი დახმარების გამოძახების ახალი ერთიანი მოკლე ნომრის - 1-1-2-ის ერთობლივი მოქმედება.
საგანგებო სამსახურების გამოძახების წესი უცვლელია და მათთან დასაკავშირებლად ფიქსირებული და მობილური სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ იკრიფება მხოლოდ შესაბამისი სამსახურების მოკლე სამციფრიანი ნომრები ან მოკლე ნომერი - 1–1–2 .
1–1–2–ზე ზარის განხორციელება შესაძლებელია მაშინაც კი თუ ტელეფონი ორმხრივად არის გათიშული ან თუ მობილურ ტელეფონში სიმ–ბარათი არ დევს.
This post has been edited by da_to on 20 Jun 2012, 22:43