გორი-რუისის გზაზე ავტომანქანა აფეთქდა
14:50 29-10-2012
ავტომანქანის აფეთქების გამო საქართველოს ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის გორი-რუისის მონაკვეთზე მოძრაობა პარალიზებულია.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ტყიბულიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი "ვოლვოს" მარკის ავტომანქანა აფეთქდა. ავტომანქანაში 5 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის 2 მცირეწლოვანი ბავშვი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავტომანქანა მთლიანად დაიწვა. აფეთქების სავარაუდო მიზეზად გაზის გაჟონვა სახელდება, რადგამ ავტომანქანა ბუნებრივ აირზე მუშაობდა. მოკვლევას საპატრულო პოლიცია აწარმოებს.