2026.03.19.რუსთავში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ტყე-ჭალის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური პარკის პროექტირებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაზრის კვლევა გამოაცხადა. რეკრეაციული სივრცის მომიჯნავედ ასევე დაგეგმილია მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რის გამოც მუნიციპალური განვითარების ფონდი მოითხოვს, რომ პარკის პროექტირებისას უნდა იყოს აღნიშნული ფაქტი გათვალისწინებული და მოხდეს მათი ინფრასტრუქტურული ბმა/კავშირი.
2026.03.21.მუნიციპალური განვითარების ფონდმა, რუსთავში ახალი მრავალფუნქციური სპორტული, კულტურული და შემეცნებითი კომპლექსის პროექტირებისთვის ბაზრის კვლევა გამოაცხადა. ტექნიკური დავალების მიხედვით, დაგეგმილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტიპიური სპორტული კომპლექსის და კულტურულ-შემეცნებითი ცენტრის მშენებლობა.

ცნობისთვის, ვინც არ იცის, პარკის მოწყობას აპირებენ მიტოვებული საბავშვო რკინიგზის ტერიტორიაზე.
რენდერებსაც მხოლოდ იმას ვპოსტავ, რაც ამ მხრივაა საინტერესო.
This post has been edited by Rаpanui on 21 Aug 2026, 19:08