აბა საინფორმაციო გამოშვება:
- გმირთა მოედანზე კუნძული და შუქნიშანი მოანგრიეს, ბორბლებიანი კატა მუშაობს. მოძრაობას პატრული არეგულირებს როგორც ყოველთვის.
- ლაგუნასთან არაფერი ისეთი, კიბეების და ტროტუარის დემონტაჟი მიდის. ნუ პრინციპში სოილმეკის გარეშე ძირითად სამუშაოებს ვერ დაიწყებენ, სოილმეკი კი ბარათაშვილთანაა.
- ელბაქიძესთან კი ძალიან დიდი წინსვლაა, გვირაბის დასავლეთ ნაწილი, ანუ ის მონაკვეთი რაც ხიდის დასავლეთით უნდა იყოს ფაქტიურად ამოთხრილია. რასაც დიღმის გვირაბზე 1 წელი თხრიდნენ, ამათმა 1 კვირაში ამოთხარეს. ვერეს ხეობაში, თამარაშვილზე და უნივერსიტეტის ქუჩაზე უწყვეტად მოძრაობენ BCG ს თვითმხლელები, რომლებსაც ელბაქიძის გვირაბიდან ამოთხრილი მიწა მიაქვთ სადღაც მაღლივისკენ. გალაქტიონის ხიდი ქვევით აგურებით ყოფილა ნაშენები, ჩანს აგურის ბურჯები ლამაზად.
- რაც შეეხება ბარათაშვილის ესტაკადას, სოილმეკი უკვე სანაპიროს მეორე მხარესაა გადმოსული (მტკვრისკენ) და იქ აკეთებს ხიმინჯებს. გზა ცოტათია შევიწროვებული, ჯერ-ჯერობით ორმხრივია.
-კიდევ ერთი სიახლე, მარჯვენა სანაპიროს ვიწრო მონაკვეთზე, მშრალ ხიდსა და გალაქტიონის ხიდს შორის, მტკვრის მხარეს ხეებს შეაჭრეს ტოტები და რაღაც ფუსფუსია. ეჭვი მაქვს გზის გაგანიერებას აპირებენ ტროტუარის ხარჯზე. აქამდე რა ედგა მაგ ქმედებას წინ, ვერ გეტყვით, ვის ჭირდება 7 მეტრიანი ტროტუარი, ქვეითი მანდ არ მინახავს.
- ახლა კი ჩვენს საინფორმაციო გამოშვებაში სპორტის დროა: რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ამხანაგური მატჩი ლოკომოტივის სტადიონზე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დაამარცხა ალბანეთის ნაკრები ანგარიშით 2:1. მიუხედავად ორი პენალტის ვერგატანისა, ჩვენმა ფეხბურთელებმა გამარჯვება მოიპოვეს