კოლექციებზე რახან მიდგა საქმე მე ასეთი ოცნება მაქვს:
მინდა ერთი დიდი ოთახი, (ასე 60-80 კვადრატული) სადაც მოდელებისგან ავაშენებ ქალაქს.
რელიეფი იქნება ბუნებრივი, ანუ მიწას დავყრი. მდინარე ნანდვილი წყლით,
იქნება რკინიგზა, ვაგონები ხიდები. მანქანები, ავტობუსები, ნაგვის მანქანებიც კი. კორპუსები და შენობები 3D პრინტერზე გაკეთებული, რა თქმა უნდა ტოპ-სლევინგ ამწეები

, აეროპორტი,თვითმფრინავების და ვერტმფრენების მოდელები, სამხედრო ნაწილი და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით ქალაქი მინდა ავაშენო ოთახში.
დიდი პრობლემაა პროპორციული მოდელების შოვნა. მაგალითად ტიოოტა კამრი რომ არ გამოვიდეს თვითმფრინავზე დიდი.
ერთხელ მაგის ბიუჯეტის შედგენაც დავიწყე. ბუღალტერიას ხო ვერ ვცილდები
უზარმაზარ თანხებზეა ლაპარაკი.
მარტო ჭერზე დასაკიდი სისტემა, დაახლოვებით 25000-$ ჯდებოდა. აი პავილიონებში რომაა,
"ქალაქის" ცენტრალურ ნაწილთან ხომ უნდა მივიდე. ზედ ხო არ გადავაბიჯებ ამიტომ ზევიდან დაკიდული უნდა მივიდე რომ რამე შევცვალო.
დაახლოვებით ასე, ოღონდ მთლად ჰორიზონალურად გაწოლილი არა.