ეგ BYD F8 როგორც წავიკითხე, კომერციულად წარუმატებელი გამოდგა და ნაწილს, რაც გამოუშვეს და ვერ გაასაღეს, BYD-ის ქარხანაში კომერციულ ტრასნპორტად იყენებენ, ანუ როგორც დეტალების ტრანსპორტიორს ერთი საამქროდან მეორეში
* * *
ეს საინტერესოა რა უნდა იყოს?
შპს ,,საქართველოს რკინიგზა”-ს მიერ 2012 წლის 23 მარტს მაღალი და დაბალი გამავლობის ავტომანქანების შესყიდვის შესახებ გამოცხადებული ტენდერის შედეგი:
შპს ,,საქართველოს რკინიგზა”-ს მიერ 2012 წლის 12 აპრილს ჩატარდა ტენდერი მაღალი და დაბალი გამავლობის ავტომანქანების შესყიდვის შესახებ. აღნიშნული ტენდერის №1, №2 და №3 ლოტები, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, გამოცხადდა შეწყვეტილად.
(http://railway.ge/?action=tender1&lang=geo&npid=369)
ეს ლოტები იყო:
1. დაბალი გამავლობის ავტომანქანა. ბენზინის ძრავზე, მექანიკური ან ავტომატური სიჩქარეთა გადაცემის კოლოფით, გამოშვებული 2011-2012 წელს. - 22 600 ლარი
2. მაღალი გამავლობის (ე.წ. ჯიპის ტიპის) ავტომანქანა. ბენზინის ძრავზე, მექანიკური ან ავტომატური სიჩქარეთა გადაცემის კოლოფით, გამოშვებული 2011-2012 წელს. - 34 300 ლარი
3. მაღალი გამავლობის (ე.წ. ჯიპის ტიპის) ავტომანქანა. ავტომატური გადაცემათა კოლოფით. ბენზინის ძრავზე. გამოშვებული არაუგვიანეს 2011 წლის მეორე ნახევრისა. - 113 891 ლარი
თუმცა დარჩა კიდევ ორი ლოტი:
4. მაღალი გამავლობის (ე.წ. ჯიპის ტიპის) ავტომანქანა. ავტომატური გადაცემათა კოლოფით. დიზელის ძრავზე. გამოშვებული 2012 წელს. - 113 891 ლარი
5. მაღალი გამავლობის (ე.წ. პიკაპის ტიპის) ავტომანქანა . დიზელის ძრავზე, მექანიკური სიჩქარეთა გადაცემის კოლოფით, გამოშვებული 2011-2012 წელს. - 123 382 ლარი
(http://railway.ge/?action=tender&lang=geo&npid=604)
ამაზე უკვე აღარ უწერიათ იყიდეს თუ არა. და ,,საზოგადოებრივი ინტერესი" რას ნიშნავს? საინტერესო განმარტებაა
* * *
აი დანარჩენიც ვიპოვე, მეოთხე და მეხუთე ჩაშლიათ თავიდანვე, პირველი სამი კი აურჩევიათ მაგრამ ეს საზოგადოებრივ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა და ვიღაცამ/რაღაცამ აიძულა უარი ეთქვათ ახალ :
შპს ,,საქართველოს რკინიგზა”-ს მიერ 2012 წლის 23 მარტს მაღალი და დაბალი გამავლობის ავტომანქანების შესყიდვის შესახებ გამოცხადებული ტენდერის შედეგი
აპრილი 26, 2012
შპს ,,საქართველოს რკინიგზა”-ს მიერ 2012 წლის 12 აპრილს ჩატარდა ტენდერი მაღალი და დაბალი გამავლობის ავტომანქანების შესყიდვის შესახებ. აღნიშნული ტენდერის №1, №2 და №3 ლოტზე გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ,,კია მოტორს ჯორჯია”, ხოლო №4 და №5 ლოტი გამოცხადდა ჩაშლილად.
(http://railway.ge/?action=tender1&lang=geo&npid=415)
ბლინ, ამ მანქანის ფასებში სარკინიგზო მუზეუმს გავაკეთებდი და რამდენიმე ეკზემპლიარს ჩავუტარებდი რეკონსტრუქციას.