ნუ, დედაქალაქში მოძრავი სამარშრუტო ტაქსები და მათი მძღოლები ცალკე თემაა და შეიძლება დისერტაცია დაიცვას ადამიანმა, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა, გაოგნებული ვარ თავად მგზავრების ქცევის წესებით.
მოდის ახალი ტენდენციაა, სამარშრუტო ტაქსიში თავისუფალი ადგილები იყოს და მგზავრები ფეხზე იდგნენ თუ რაშია საქმე?
ამის გამო თითქმის ყოველ დღე მიწევს მგზავრებისთვის შენიშვნის მიცემა, "დამნაშავე" და გალანძღული ისიევ მე ვრჩები (შენ ვინ გეკითხება? სადაც მინდა იქ ვიდგები; შენ თუ პრობლემები გაქვს, სხვას რას უშლი ნერვებს?; რა დაჯდომას იტხოვ, დადექი რა ფეხზე? შენიშვნა დედაცემს რ მოუცია და შენ ვინ გეკითხება? o.O ).
არადა, როცა ფეხზე მდგომ ადამიანს ვხედავდი, არასდროს ვაჩერებდი, მაგრამ ერთხელ ვერ დავინახე და გავაჩერე. კარი რომ გავაღე და ფეხზემდგომი მგზავრი დავინახე, თავიდან ვიფიქრე, მივხურავ კარს და მძღოლს ვუსაყვედურებ-თქო, მაგრამ თვალში მომხვდა მეორე რიგში თავისუფალი ადგილი და გამიკკირდა, ავედი და მხოლოდ წინა რიგი იყო დაკავებული, მესამე რიგიდან სულ თავისუფალი ადგილები, სამაგიეროდ სამი ადამიანი ფეხზე იდგა.
ეს ერთი შემთხვევა რომ იყოს, კიდევ არაფერი. თითქმის ყოველ დილით ასეთი სიტუაციაა. რამდენჯერმე შენიშვნა მივეცი, თავისუფალია ადგილები და იქნებ დასხდეთ, სხვებსაც არ შეუშლით ხელს და არც საფრთხეში ჩააგდებთ როგორც სხვებს ისე საკუთარ თავებს-თქო. ისეთი ლანძღვა-გინება მივიღე, მთელი დღე მეყო

დღესაც იგივე განმერდა. დავიღალე იმის თხოვნით, რომ გადამატარონ, რომ თავისუფალი ადგილი დავიკავო და სხვასაც ხელი არ შევუშალო.
მოკლედ, აშკარად ჩვენს საზოგადოებას რაღაც სჭირს, ვერ აღიქვამენ თავს ადამიანებად თუ რაშია საქმე? ან ეს მძღოლები რამ გააჩუმა? მისცენ შენიშნვა რომ დაჯდეს ფეხზემდგომი მგზავრი.