"ვერაფერს გეტყვით. ხომ იცით, ვინც არ დუმს, ის არ ჭამს", - მითხრა სამარშრუტო ტაქსის მძღოლმათემო, მძღოლი:
- მგზავრებისთვის ხელსაყრელია, რუსთაველზე მოძრაობა რომ აღდგა, მაგრამ არის პრობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ დასარეგულირებელია. მგზავრებს უნდათ, რომ სადაც მოესურვებათ, იქ გავუჩეროთ, ჩვენ კი ამის უფლება არ გვაქვს. როცა ვუხსნი, რომ მათ გამო შეიძლება დამაჯარიმონ, მეჩხუბებიან და მწყევლიან კიდეც. შეურაცხყოფის ატანა მიწევს იმის გამოც, რომ მგზავრი "მარშრუტკაში" ვერ ამყავს. სატრანსპორტო სამსახურმა კატეგორიულად გაგვაფრთხილა: თუ ტაქსიში 5 კაცზე მეტს დააყენებთ, დაგაჯარიმებთო. ჩვენც არ მოგვწონს, მგზავრების რაოდენობა ლიმიტირებული რომ არის, რადგან ეს ჩვენს ჯიბეზეც აისახება, მაგრამ რა ვქნათ? აბა, ჯარიმის "აკიდება" ვის უნდა?!
- თქვენი დღიური შემოსავალი რამდენია?
- 15-დან 20 ლარამდე. საღამოს შინ 30 ლარი თუ წავიღე, იმ დღეს ძალიან ბედნიერი ვარ.
ყოფილა შემთხვევა, როცა შინ ლარიც ვერ წამიღია. უფრო მეტსაც გეტყვით, ზოგჯერ ვალიც კი მედება. - ვალს რატომ იღებთ?
- თავად განსაჯეთ - იჯარის სახით, დღეში 63 ლარს ვიხდი, 25 ლარი კი სამარშრუტო ტაქსის ცვეთისთვის უნდა გადავდო; ამას ემატება საწვავის თანხა - 100 ლარი, რომელსაც საკუთარი ჯიბიდან ვიღებ. ჰოდა, განა რამდენი მგზავრი უნდა ამოვიდეს, რომ ეს ხარჯებიც გავისტუმრო და მეც დამრჩეს რამე? შაბათ-კვირას განსაკუთრებულად ცუდ დღეში ვარ, რადგანაც ამ დღეებში ქალაქში ნაკლები ხალხი მოძრაობს...
- ასეთ დღეებში კომპანია შეღავათს არ გიწესებთ?
- როგორ არა!
როცა სალაროსთან მივდივარ და მოლარეს ვეუბნები, - დღეს 63 ლარი ვერ მოვაგროვე-მეთქი, მპასუხობს: კარგი, არა უშავს, მინუსში გადაგიტან და ხვალ "გავსწორდებითო". აი, ეს არის ჩვენი შეღავათი.
- სამარშრუტო ტაქსის ცვეთისთვის დღეში 25 ლარს რატომ იხდით? ავტომობილს შეკეთება ყოველდღე ესაჭიროება?
რეზო, მძღოლი:
- ავტომობილი ყოველდღე არ ფუჭდება, მაგრამ
ვალდებული ვართ, 10 ათასი კილომეტრის გავლის შემდეგ სამუხრუჭე ხუნდები, ზეთი გამოვცვალოთ... "მუხრუჭების" გამოცვლა "ფორდის ცენტრში" 205 ლარი გვიჯდება, არადა, სხვა ხელოსანთან რომ მივიდე, ამ ყველაფერში 40-დან 60 ლარამდე თანხის გადახდა მომიწევს; 60 ლარი იმ შემთხვევაში დამჭირდება, თუ ახალ "მუხრუჭს" ვიყიდი, ძველის შესაკეთებლად კი 40 ლარიც საკმარისია.
- მაშინ რატომ დადიხართ "ფორდის ცენტრში"?
- იმიტომ, რომ კონტრაქტში ესეც მითითებულია. ორი წლის განმავლობაში უფლება არ გვაქვს, ავტომობილი გასარემონტებლად სხვაგან მივიყვანოთ.
- სამარშრუტო ტაქსები ტექნიკურად რამდენად გამართულია? შეკეთება ხშირად სჭირდება?
- წესით, "მუხრუჭები" 10 ათასი კილომეტრის გავლამდე არ უნდა ცვდებოდეს, მაგრამ "ფორდის ცენტრში" ყოველი 5000 კილომეტრის გავლის შემდეგ გვიწევს "სტუმრობა".
ძალიან ცუდ პირობებში ვართ, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. გვეუბნებიან, თუ რამე არ მოგწონთ, შეგიძლიათ წახვიდეთო. ჩვენს ქვეყანაში იმდენი უმუშევარია, სამსახური რომ დავტოვო, შემცვლელს ხვალვე იპოვიან. ახლა ზაფხულის ისე მეშინია, როგორც კეთრის - ქალაქი ხალხისგან რომ დაიცლება, გეგმა როგორ უნდა შევასრულო?.. მძღოლთა ასოციაციის ხელმძღვანელი - ნიკოლოზ კაჭკაჭური მძღოლების "წუწუნს" გადაჭარბებულად მიიჩნევს
- როგორც ვნახე, სამარშრუტო ტაქსების უმრავლესობაში კონდიციონერი არ მუშაობს...
- ამ შემთხვევაშიც მართალი ბრძანდებით, -
სამარშრუტო ტაქსების 80%-ში კონდიციონერი გაფუჭებულია. ახლახან თურქეთიდან ხელოსნები ჩამოიყვანეს და დღეში 2-3 ავტომობილს აკეთებენ, თანაც - უფასოდ.
- ე.ი. სამარშრუტო ტაქსების 80% ძველია?
- ყველა ავტომობილი ახალია, უბრალოდ, ზოგიერთ მათგანში კონდიციონერია გაფუჭებული.
-------------------------------------------
სრული ტექსტი:
http://www.presage.tv/?m=bp&AID=12331