იმჰო, ყვითელი იაფფასიანად გამოიყურება, ლურჯი და მწვანე - მოსაწყენია, ხოლო წითელი - ზედმეტად პრეტენზიული.
არა, წითელი მომწონს, მაგრამ წითლისთვის ქალაქი ჯერ შესაფერის ფორმაში არ არის.
დუბლინის ვარიანტზე რას იტყვით? მქრქალი ვერცხლიფერი + ყვეთელი ზოლი (თბილისის ტრანსპორტის "საფირმო" ფერი - ოღონდ ზომიერი რაოდენობით):

სიმწვანეს უხდება:

ზამთარშიც, და ისტორიულ უბნებშიც არ გამოიყურება ცუდად:

ავეჯის გადაკვრა არ მომწონს, მაგრამ ზოგადად სალონის ფერების სქემა კარგი და ფუნქციონალურია:

ზუსტი გამეორება მაინც არ გამოვა, რადგან ვაგონებს, ცხადია, სხვა ფორმა ექნება.
პრინციპში, მეტროშიც შესაძლებელია მსგავსი სქემის გამოყენება. მოგესალმებით გუანჯოუდან: