რუსეთში, უსტ-კატავსკის ვაგონმშენებელმა ქარხანამ ახალი მოდელის ნახევრადდაბალიატაკიანი ტრამვაი,_KTM-31 გამოუშვა
(იმ ქარხანამ, რომლის გამოშვებული KTM-5-ებიც თბილისში მოძრაობდა)
ვაგონი სამსექციურია და სამტელეჟკიანი, რომლებიდანაც შუათანა ფიქსირებულია, ხოლო პირველი და მესამე_მბრუნავი.
გამწევია მხოლოდ პირველი და მესამე ტელეჟკა, რომლებსაც 4 ცალი 125 კვტ სიმძლავრის მოტორი აქვს.
შეიძლება ახლა ვინმემ თქვას რუსული ჯართიაო, მაგრამ არამგონია თურქულ ჯართზე უარესი იყოს

მიუხედავად იმისა რომ სახსრები ჩამოწეული აქვს დეფორმირებულივით...


აწყობის პროცესში

აქ კარგად ჩანს დეფორმირებული სახსრები. წესით ახალ ვაგონს ასე არ უნდა ჰქონდეს...

ესეც აწყობილი


უკვე საბორტო ნიშანი მიენიჭა და პეტერბურგში დადის