რაღაც არსებობს რა

ორიოდე საათის წინ სრულიად შემთხვევით ისეთი მოვლენის მომსწრე გავხდი, რომ ლამის ორგაზმი განვიცადე

მოკლედ, მივდივარ სამსახურიდან სახლში, ჩამოვედი ვარკეთილში. შევიხედე ჩიხში მეორე ლიანდაგზე, ჩიხი განათებულია. ეს არც თუ იშვიათი მოვლენაა, როდესაც ვარკეთილის ჩიხი განათებულია და მუშები მოძრაობენ ღამის ფანჯრის დადგომამდე, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია და გავაგრძელე გზა, მალევე ამოვიდოდი სადგურიდან და გამოვტოვებდი ყველაზე საინტერესო რაღაცას, რომ არა ერთი შემთხვევითი გარემოება...
შემადგენლობის მეორე ვაგონში, რომლითაც მოვედი, ბიჭს ეძინა და მისი გამოყვანის მოლოდინში მატარებელიც არ გადიოდი ჩიხში. რამდენიმე მგზავრი შეეცადა მის გაღვიძებას, მაგრამ არანაირი რეაქცია მგზავრს არ ჰქონია. ერთმა პულსის გასინჯვა სცადა და გამომეტყველებაზე შევატყვე რომ პულსი ვერ იგრძნო, ვაგონში რამდენიმე მგზავრი, სადგურის მორიგე და პოლიციელი შევარდნენ. მეც დავინტერესდი და ვუყურებდი, თუმცა ვაგონში არ შევსულვარ. ერთი-ორი წუთის შემდეგ საბედნიეროდ მგზავრი გაიზმორა და ღრმად შეწუხებული სახით წამოდგა, ყველამ შვებით ამოისუნთქა და გასასვლელისკენ გაეშურა. მეც გავყევი ნაკადს, მაგრამ აქ მოხდა ის, რასაც ამ ჩაძინებული მგზავრის გამო შეფერხება რომ არა, უკვე ზევით ვიქნებდი ასული და გამოვტოვებდი...
უეცრად გაისმა საყვირის ხმა და პირველ ლიანდაგზე ჩიხიდან ძალიან ნელა გამოდის შემადგენლობა. პირველი ვაგონი გამოდის პორტალიდან და იქვე ჩერდება. სადგურის მორიგე გადარბის პირველი ლიანდაგის მხარეს და ემზადება გასვლის სიგნალის საჩვენებლად. სანამ მხოლოდ პირველი ვაგონია გაჩერებული, ვაკვირდები და თვალებს არ ვუჯერებ: Ема-502 ცოცხალია! მაგრამ თითქოს ამ რამდენიმე თვეში რამდენიმე წელი მოემატაო, საღებავი გახუნებული და ალაგ-ალაგ ამძვრალია, ადგილებში ჟანგის ლაქები მოჩანს. თანაც უცნაურია, რომ ბაქანზე არ შემოდის და რაღაცას ელოდება. მე რა თქმა უნდა გავჩერდი და ველოდები. ცოტა ხანში მორიგემ აჩვენა გასვლის სიგნალი, მემანქანემ სიგნალი მისცა და შემადგენლობა დაიძრა, აშკარა იყო, რომ ბაქანზე გაჩერებას არ აპირებდა, სიჩქარეს უმატებს, გამოვიდა ნახევრად გვირაბიდან და აქ დავინახე ის, რამაც ყველაფერს პასუხი გასცა: რატომ არ ჩანს ბოლო დროს ეს შემადგენლობა, რა ბედი ეწია მას და რატომ არ აპირებდა ბაქანზე გაჩერებას: სადგურზე ჩაიქროლა ხუთვაგონიანმა შემადგენლობამ 7115-7113-163-7099-7125!
აი, თურმე რა მოვალეობას ასრულებს Ема-502 შემადგენლობა დღეს: მას დაჰყავს 1927 წელს გერმანიაში გამოშვებული და საბჭოთა კავშირში მოდიფიცირებული В სერიის რელსმზომი ვაგონი, რომელიც საბჭოთა კავშირმა გერმანიას რეპარაციის სახით ჩამოართვა II მსოფლიო ომის შემდეგ. მოსკოვში ფილის ხაზზე მუშაობის შემდეგ, ამ ვაგონების ნაწილი ჯართად დაიჭრა, ნაწილი კი სხვადასხვა დეპოებს გადაეცა სამეურნეო მიზნებისათვის. ერთ-ერთი მათგანი, 1950 წელს რელსმზომად გადაკეთების შემდეგ თბილისის მეტროში მოხვდა და გერმანიაში დარჩენილ ვაგონებს თუ არ ჩავთვლით, დღეს მსოფლიოში სულ ორია ასეთი დარჩენილი, ნომერი 163 რელსმზომი თბილისში და 156 მოსკოვში როგორც სამუზეუმო ექსპონატი.
მე ვიცოდი, რომ ეს ვაგონი ჩვენს მეტროში ირიცხებოდა და ადრე ვესაუბრე ლევან კოპლატაძეს მისი უნიკალურობის შესახებ და ვთხოვე, რომ არ დაეჭრათ, რაზეც მიპასუხა, რომ მისი დაჭრა რომც უნდოდეთ არ შეუძლიათ, რადგან მასზე დამონტაჟებული რესმზომი აპარატურა ძალიან ძვირია და მისი შეცვლის შესაძლებლობა და საჭიროება არ არსებობს, ამრიგად იმედი მრჩება რომ ეს ვაგონი კიდევ დიდ ხანს იმუშავებს და იქნებ 100 წლიან იუბილესაც მიაღწიოს! ასევე ლევანმა მითხრა, რომ მომცემს დეპოში მისი გადაღების უფლებას, რასაც თავი ვერ მოვაბი, მაგრამ ახლა მისი ნახვის შემდეგ უფრო გამეზარდა ამის სურვილი. იმედია არც თუ ისე დიდ ხანში შევძლებ ფოტოსურათებით გაგაცნოთ ტექნიკის ეს უნიკალური ნიმუში.
Real SAABs don't leak. They just mark their territory.