მაშ ასე, ფაბიანმა დადო ჩემს მიერ მიწოდებული ოპერატიული მასალა და მთლიანობაში დასკვნითი ნაწილი დაიწერა, თუ გაინტერესებთ გამოძიების უფრო დეტალური ანგარიში, აი ბატონო:
მას შემდეგ რაც წავიკითხე ქაფქიანას პოსტი მეტროში ЧМЭ3-ის შესახებ, რა თქმა უნდა აღწერილი ფენომენის იგნორირება არ შემეძლო, ერთის მხრივ აღწერილი ფაქტი ყველანაირ ლოგიკას ეწინააღმდეგებოდა და მეორეს მხრივ, უდავოა, რომ ქაფქიანამ რაღაც ნამდვილად დაინახა (რაც გუშინწინ საუბარშიც დაადასტურა, მისი აღწერილობა ЧМЭ3-ს ემთხვევა). მოკლედ გადავწყვიტე მეპოვა ეს ამოუცნობი სარკინიგზო ობიექტი.
პირველ რიგში გადავწყვიტე დავრწმუნებულიყავი, რომ ობიექტი არ დგას რომელიმე ჩიხში ჩრდილოეთ მხარეს. რადგან ამ მომენტში ვიყავი რუსთაველთან, გავყევი მატარებელს ახმეტელამდე და რა თქმა უნდა ყველა განშტოებას ვაკვირდებოდი. ობიექტი არსად იყო, სამაგიეროდ დავინახე ახლად შეღებილი АГМ, სავარაუდოდ სწორედ ის, რაზეც საუბრობდა ქაფქიანა. მას შემდეგ რაც ახმეტელის ჩიხებშიც არაფერი ვნახე, დაბრუნდი სადგურის მოედანზე, ჩიხი ცარიელი იყო, შემდეგ გადავედი საბურთალოს ხაზზე. დელისთან მომეჩვენა თითქოს დიზელის საწვავის სუნი იდგა, მაგრამ ეს შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი საპოხი მასალის სუნი ნავთობის ბაზაზე, გარდა ამისა, სხვა სადგურებზე არსად იყო ეს სუნი და თბომავალი პირდაპირ დელისზე ვერ გადაფრინდებოდა. ვიფიქრე, რომ ყველაზე სავარაუდო იყო თუ ეს ობიექტი უნივერსიტეტის მშენებლობაზე რაღაც ტვირთების გადასატანად შეიყვანეს, ამიტომ წავედი ვაჟაზე. იქ ორ მემანქანეს გავესაუბრე, რომლებმაც მითრეს რომ არანაირი თბომავალი არ შემოსულა და ვერც შემოვა სისტემაში გაბარიტების გამო, ხოლო ბენზინის ძრავიანი АГМ-ები ღამით მოძრაობენ. უნივერსიტეტზეც ვიკითზე და მითხრეს, რომ მართალია ჯერ არ განახლებულა სამუშაოები, მაგრამ მიდის საუბარი, რომ მალე განახლდება. უნივერსიტეტზე, როგორც ყოველთვის შუქი ჩართული იყო. დელისი-ვაჟას პირველ (გამოუყენებელ) ლიანდაგზე ბოლო 3 წლის განმავლობაში არანაირი მოძრაობა არ ყოფილა (ერთი რამ არის, რაც ეგრევე მიმითითებს, თუ მაგ ლიანდაგიდან ვაჟაზე რამე შემოვა). სხვათა შორის, დაცვასაც გავესაუბრე და რა თქმა უნდა, არაფრის გაგებაში არ იყო, ერთი საით მიდიხარო მკითხა. რომ ვუთხარი არსად და უბრალოდ ვათვალიერებ აქაურობასო, ეტყობა იმდენად დაიბნა რომ ზურგი შემაქცია და სასწრაფოდ წავიდა.
შემდეგ დავბრუნდი სადგურის მოედანზე და კიდევ ერთხელ წავედი დიდუბეში და შედეგ ისევ სადგურზე, რათა ჩიხები მენახა. სადგურთან ჩიხში იდგა I ხაზის (4 ვაგონიანი) შემადგენლობა). სადგურზე შევეცადე დაცვას გავსაუბრებოდი, მაგრამ გაუგებრობის მეტი ამას არაფერი მოუტანია, მხოლოდ გამაგზავნა სადგურის მორიგესთან, თანაც შემამოწმა, მართლა იქ მივიდოდი თუ არა. სადგურის მორიგე აღმოჩნდა უაღრესად თავაზიანი და სასიამოვნო ქალბატონი. მითხრა, რომ თბომავალი არ შემოვა რადგან: 1. გაბარიტებში არ ჯდება, 2. დღის განმავლობაში შიდაწვის ძრავაზე მომუშავე ერთეულების სიტემაში მოძრაობა არ შეიძლება. ასევე შეამოწმა იმ დღის დავტარი და მითხრა, რომ 1 საათზე გადმოვიდა მხოლოდ საბურთალოს შემადგენლობა დეპოში წასასვლელად. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ქალბატონის ნებართვის გარეშე სადგურზე (და მთლიანად სადგურის მოედნის კვანძზე) ვერაფერი ჩაივლის, რადგან იგი იძლევა გადაადგილებების ნებართვებს და ისრების გადამრთველ პულტსაც ის აკონტროლებს (სხვათა შორის, რომ არ მცოდნოდა ამ კვანძის გეგმა, ეს ვიზიტი ამ მხრივ ძალზედ ინფორმატიული იქნებოდა, რადგან უზარმაზარ პულტზე მთელი გეგმა იყო აღნიშნული, თავისი გადამრთველებით და სიგნალებით). ასევე მითხრა, რომ ნაძალადევზე დადებული ახალი რელსები შემოიტანეს ღამით АГМ-ზე მობმული სპეციალური სარელსო ურიკებით, ხოლო პატარა სადგურის შემდეგ გვირაბის აპენდიქსის სიგრძე 30 მეტრია.
მხოლოდ ამის შემდეგ დავბრუნდი ვარკეთილში (რა თქმა უნდა კვლავ ვიყურებოდი ყველა ჩიხში რაც შემხვდა, ბოლო სადგურის ჩათვლით). საბოლოო ჯამში მეტროში გავატარე 2 საათი და 20 წუთი.
და ბოლოს: ЧМЭ3 სიგანე არის 3120 მმ, სიმაღლე (რელსიდან): 4637 მმ. შედარებისათვის, მეტროში მოძრავი შემადგენლობების (მათ შორის საგზაო-სარემონტო ერთეულების) მაქს. დასაშვები სიმაღლე არის 3700 მმ, სიგანე 2920 მმ (რეალური მოძრავი შეამდგენლობის სიმაღლეა 3695 მმ, სიგანე 2700 მმ). როგორც ციფრებიდან ჩანს, სტანდარტულ ЧМЭ3-ს ფიზიკურად არ შეუძლია მეტროს სისტემაში მოხვედრა, მემანქანეების და სადგურის მორიგის ინფორმაცია რომც არ მივიღოთ მხედველობაში.
ამრიგად, მე 99% დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იყო ЧМЭ3, მაგრამ ფაქტია, რომ ქაფქიანამაც რაღაც დაინახა. შეიძლება გვევარაუდა, რომ ეს იყოს რაიმე სპეციალური დრეზინა, რომელიც უცებ ჩავლისას, ЧМЭ3-ად შეიძლება მოეჩვენოს ადამიანს, მაგრამ მორიგის სიტყვებით, იმ დღეს მხოლოდ სამგზავრო შემადგენლობები მოძრაობდნენ ხაზზე.
რა იყო ეს?
This post has been edited by polaris on 7 May 2012, 20:41
Real SAABs don't leak. They just mark their territory.