ქაფქიანაარავინ არ წამოვიდა ხომ? მე წამოვიდოდი, მაგრამ შაბათს ისე დავიღალე რომ კვირას მაღაზიაში ჩასვლაც კი მეზარებოდა

მოკლედ შაბათს GEORGIA007 და მე გამოგვივიდა სპონტანური ექსპედიცია, რომელიც თავიდან დაიწყო იმით, რომ გადავწყვიტეთ გვენახა როგორ მიმდინარეობდა ვარკეთილი-ვაზისუბნის ტრასის მშენებლობა ჩვენს სახლებთან. შემდგომში კი გადავწყვიტეთ გვენახა კიდევ რაღაცეები, შემდეგ კიდევ რაღაცეები და ასე გამოგვივიდა 10.5 კმ-იანი მარში. სამწუხაროდ, იმის გამო რომ ეს გასვლა დაუგეგმავი იყო, კამერა არ გვქონდა და რამდენიმე საინტერესო კადრი ვერ დავაფიქსირეთ. შევეცდები გარკვეულწილად აქ შევავსო ეს დანაკლისი. მაშ ასე, მოძრაობის მარშრუტი გამოიყურებოდა შემდეგნაირად:

1. მარშრუტის დასაწყისი, ამ ადგილას ვარკეთილი-ვაზისუბნის ახალი ტრასა შეუერთდება ვარკეთილის მეოთზე მიკრორაიონს. ამას გარდა, კიდევ ორ ადგილას იგეგმება მეოთხე მიკრორაიონთან შეერთება.
2. შემდეგ გავყევით მომავალ ტრასას და მივედით ვაზისუბნის ხევთან სადაც სავარაუდოდ ხიდი გაკეთდება. ამ ადგილას ტრასა უკვე თითქმის მოსწორებულია, სამი ჩინელი კი რაღაცას ზომავდნენ, სამწუხაროდ არც ინგლისური და არც რუსული არავინ იცოდა რომ რამე შეგვეტყო მათგან. გზა საკმაოდ განიერია, სადღაც 20-25 მეტრი. აქ ვაპირებდით ექსპედიციის დამტავრებას, მაგრამ გადავწყვიტეთ ავსულიყავით სასაფლაოსთან, სადაც გუგლში ორი საინტერესო ობიექტი მოჩანდა.
3. სასაფლაო, სავარაუდოდ ვაზისუბნის.
4. მის შემდეგ გზის ორივე მხარეს მდებარე ორი ბუნკერისმაგვარი ობიექტი უბრალოდ ამოთხრილი მიწა აღმოჩნდა. ამ მიწას კი თხრიან ჯართის მაძიებლები. საქმე იმაშია, რომ ეს ტერიტორია არის უზარმაზარი ნაგავსაყრელი. მეჯართეები ქირაობენ ტრაქტორს და მეტალოდეტექტორებით ეძებენ რკინას მიწისქვეშ.
5. ნახევრად მიტოვებული სამხედრო ნაწილი, რომელშიც იდგა საკმაოდ ბევრი კუნგი ურალის ბაზაზე და სამი ყვითელი Den Oudsten-ის ავტობუსი, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს გადაეცა.
6. დასახლება სამხედრო ბაზასთან. საინტერესოა სახელი, თუ ვინმემ იცით.
7. შემდეგ გავედით ახალ და საკმაოდ კარგად გაკეთებულ ტრასაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ აშენდა (დიდი პიარის გარეშე, მე მაგალითად პირველად გავიგე). ეს ტრასა აერთებს ვაზისუბანს ლოტკინთან და თბილისის ზღვასთან.
8. ტერიტორია, სადაც მოხდება გრანდიოზული სასულიერო კომპლექსის მშენებლობა, და ასევე განთავსდება საპატრიარქოს რეზიდენცია.
9. ტერიტორია, სადაც განთავსებულია მობილური ოპერატორების ანტენები.
10. აქედან გავუყევით საცალფეხო ბილიკს მთის ფერობზე და ჩავედით კუკიის სასაფლაოზე. იმ ადგილზე, სადაც ჩვენ მოვხვდით, ყოველ მესამე საფლავის ქვას სპეციფიური რვაქიმიანი ვარსკვლავი ახატია და პორტრეტებზე გამოსახული მოქალაქეები

გამომეტყველებით უცქერდნენ ამ ადგილას შემთხვევით მოხვედრილ თბილგანყის რიგით იუზერებს. ამ ადგილის ტურისტულ ღირშესანიშნაობად შეიძლება ჩაითვალოს ვინმე კალაშოვების საგვარეულო სასაფლაო, რომლის შესასვლელსაც იგივე რვაქიმიანი ვარსკვლავი ამშვენებს და მასშტაბებიდან გამომდინარე მავზოლეუმიც შეიძლება ეწოდოს.
11. აქ ვნახეთ ძალიან საინტერესო ობიექტი - ქარხანა ... სახელი ჩავიწერე და შემდეგ წამეშალა, ზეპირად კი არ მახსოვს. ქარხანა ნაწილობრივ (მხოლოდ ნაწილობრივ!) მიტოვებულ შთაბეჭდილებას ტოვებს და ურბექსის მოყვარულთათვის ძალიან მადისამღვძრელად გამოიყურება

მასთან არის #20 ავტობუსის ბოლო გაჩერება.
12. შემდეგ ჩავუყევით ვიწრო ბილიკს, რომელიც ნაგავსაყრელზე გადის.
13. შემდეგ ამავე ბილიკის მეშვეობით ავედით არსენალის ტერიტორიაზე რომელმაც ორმაგი შთაბეჭდილება დატოვა: GEORGIA007 ხაზს უსვავდა მის შესანიშნავ განლაგებას, ხედს რომელიც იქედან იშლება და ტერიროტიის ათვისების პერპექტივებს ახალი ელიტარული დასახლებისთვის (გაიხსენეთ კალაძის არსენალ-სითი), თქვენ მონა-მორჩილს კი ამ ადგილმა პოსტ-აპოკალიქსური ასოციაციები მოჰგვარა. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე მოსაზრება სრულიად მართებულია ამ ტერიტორიასთან მიმართებაში. არსენალის ტერიტორიაზე არსებული მრგვალი ფორმის მქონე ობიექტები კი ბანალური აუზებია და მეტი არაფერი, ეს მოდერაციაში ზოგ-ზოგიერთის გასაგონად.
14. ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა არსენალის ტერიტორიაზე შემორჩენილმა ერთ-ერთმა უკანასკნელმა შენობამ, თუმცა შემორჩენილი ხმამაღალი ნათქვამია, მისი ერთი კედელი გამოზნექილია და ხიმინჯებს უჭირავს, შიგნით კი უკიდურეს სიღატაკეში მყოფი ადამიანები ცხოვრობენ. ძალიან შემზარავია.
15. მიწისქვეშა გადასასვლელი, რომელსაც შეიძლება თბილისის საუკეთესო მიწისქვეშა გადასასვლელის სტატუსზე ჰქონდეს პრეტენზია, ოღონდ სერიოზულად: სისუფთავე, ორი (!) ვიდეოკამერა, მაღალი ხარისხის განათება. ჩემი ვარაუდით ვიდეოთვალთვალის ასეთი დონე აიხსნება მისი მდებარეობით რკინიგზის ქვეშ.
16. შემდეგ კი ძალიან სიმპატიური, კოლორიტული და მყუდრო ადგილი - დოქის შესახვევი ვიპოვეთ. ეს არის თბილისურ ეზოებსა ან უბრალოდ კერძო სახლების ღობეებს შორის გაკეთებული დაკლაჯნილი საფეხურები, რომლებიც მკვეთრად ეშვება დაბლა. ძალიან თბილისური ადგილია

17. ეს კი დოქის ქუჩა, რომელსაც ზემოთხსენებული დოქის შესახვევი უერთდება.
შემდეგ როგორც ხედავთ, ჩამოვედით სანაპიროსთან, სადაც რეპერების ეროვნული ყრილობა იმართებოდა (GEORGIA007-მ ამოიცნო ზოგიერთი წარმომადგენელი, მე პირადად შორს ვარ ამ მუსიკალურ ფენომენისგან), შემდეგ კი გავედით ბარათაშვილის მოედანზე და წავედით სახლებში.
პლიუსები:
ვნახეთ ბევრი საინტერესო ობიექტი.
მინუსები:
არ გადაგვიღია ფოტოები და საშინლად დავიღალეთ.
ესეც მარშრუტი:
http://allshares.ge/download.php?id=BB5F155E65 This post has been edited by polaris on 14 May 2012, 13:24