2012-12-19 10:00:26
თბილისში „ჰილტონის“ სასტუმროს გახსნა ეჭვქვეშ დგება
მიზეზად დევნილების პრობლემა სახელდება
რადიო „კომერსანტი,“ FM 95,5
თბილისში სასტუმროების მსოფლიო ბრენდ „ჰილტონის“ სასტუმროს გახსნა ეჭვ ქვეშ დგება. საქართველოში ამერიკული ბრენდის ოფიციალური პარტნიორი დავით კოდუა რადიო „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ სასტუმრო „საქართველოს“ შენობაში, სადაც “ჰილტონი” უნდა განთავსდეს, ამ დრომდე რჩებიან დევნილები. კოდუას თქმით, პროექტის დასრულების ვადა 2013 წლის ბოლომდეა განსაზღვრული, ამიტომ თუ დევნილები დროულად არ დატოვებენ შენობას, შესაძლოა პროექტი აღარ განხორციელდეს.
ბიზნესმენი უახლოეს დღეებში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან შეხვედრას აპირებს და სამინისტროსგან დევნილების ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილების კუთხით დახმარებას ელოდება. დავით კოდუამ პროექტის განხორციელებისთვის სესხი „თიბისი ბანკისგან“ მიიღო და საქართველოში „ჰილტონის“ სასტუმროს ოპერირების 22 წლიანი ლიცენზია აქვს.
http://commersant.ge/?id=13585 * * *
დასრულდა განაცხადების შემოტანა კონკურსზე - თბილისში მდინარე ვერეს მარცხენა და მარჯვენა სანაპიროზე თამარაშვილის ქუჩის აღმოსავლეთით არსებული ტერიტორიის სივრცით-მოცულობითი პერსპექტიული განვითარების კონცეფციის (ჩარჩო გეგმის) შექმნაზე.
წარმოდგენილი იქნა ხუთი საკონკურსო წინადადება, რომლებიც შეგიძლიათ იხილოთ მიბმულ ფაილებში
http://tas.ge/?p=content&type=3&news=29350