როგორც მივხვდი გზა იქნება ჩვეულებრივ, გზის ქვეშ კი შენარჩუნდება გალავანი და მისი ნახვის შესაძლებლობაც ექნება ხალხს.
მეტი რაღა უნდა გააკეთონ?

შუშის გზის ამბავი ძაან მარაზმია. ვის როგორ წარმოგიდგენიათ შუშის გზა და მერე ამ გზის მომსახურება-შენახვა?
ნაღდად არ არის საჭირო მილიონების ხარჯვა შუშის გზაზე მარტო იმიტომ რომ ვიღაცამ ზემოდან დახედოს გალავანს. ვისაც ნახვა უნდა ჩავა და ადგილზე ნახავს, ხელსაც შეახებს და უფრო რეალურად აღიქვამს

ბოლო-ბოლო ჩვეულებრივი გალავნის კოშკია (უმნიშვნელოვანესია თბილისის ისტორიისა და კულტურისთვის, მაგრამ მაინც) და არა წმინდა გრაალი.
მოკლედ, კარგია თუ გზებიც შუშისა რომ არ იქნება. ასფალტის გზები ხომ გვაჭამეს უკვე, ჰოდა ყელამდე ვართ ბატონო, ახლა შუშის ჭამას ნუ დაგვაწყებინებთ, დაგვეკაწრება პირები

სხვათა შორის, ერთი ასეთი პროექტი უკვე გააკეთა მერიამ. იქაც გალავანი აღმოაჩინეს და ისიც მიწისქვეშა გადასასვლელში მოაქციეს. ოღონდ დარწმუნებული ვარ ბევრმა არ იცის. არა და ძველი თბილისის გულშია და ბევრი ალბათ ყოველდღე ადი-ჩადის იმ გზაზე.
მოკლედ 2009 წელს ძველი თბილისის გამგეობამ მეიდანზე, ლესელიძის ქუჩის ბოლოში დაიწყო მიწისქვეშა გადასასვლელის მშენებლობა. მშენებლობისას აღმოაჩინეს თბილისის გალავნის ერთ-ერთი ქვედა კოშკი. სხვათა შორის ეს კოშკი გაცილებით უფრო კარგად არის შენახული და სიმაღლეშიც უფრო დიდია, ვიდრე ფოტოებზე ჩანს პუშკინის კოშკის ნანგრევები. ცუდი რაც გააკეთა გამგეობამ იყო ის, რომ კოშკის უკანა ნახევარი მოანგრიეს და კედელი ამოუშენეს. მხოლოდ მეორე ნახევარი დატოვეს, რომელიც მიწისქვეშაში ჩასვლისას წინ გხვდება.
მიწისქვეშას ერთი ჩასასვლელი არის ღვინის მაღაზიის ქვეშ სამიკიტნო მაჭახელას გვერდით. მეორე ჩასასვლელი კი ბნელი რიგის კიბის ქვეშ.
ეს გადასასვლელი ვერ აღმოჩნდა სარფიანი. კაციშვილი არ ჩადიოდა შიგნით, იმიტომ რომ სრულიად არასაჭირო ადგილას ააშენეს. ამაზე რატომღაც არავინ იფიქრა თავის დროზე. მაშინ ერთი სული ჰქონდათ როდის გააკეთებდნენ ძველი თბილისის "გამაცოცხლებელ" და საბლატაო სამშენებლო პროექტებს

ნუ რას ვიზამთ, წყალში გადაყრილი მილიონები იქით იყოს-და მერია ადგა და მიწისქვეშას ჭიშკრები შეაბა და ჩაკეტა. გალერეა უნდა გავაკეთოთო შიგნით. რას გაუგებ რა უდევს გულში უგულავას.
ისე ეს (პუშკინის კოშკის ამბავი) მეორე პროექტია თბილისის მერიის მხრიდან, რომელიც მომწონს და აბსოლუტურად ლოგიკურად მიმაჩნია.
პირველი აბანოთუბნის ხევის გახსნაა. ამაზე ვოცნებობდი ხოლმე. ერთმა ჯიგარმა კაცმა მოიფიქრა ეს თავის დროზე და მეც ამიყოლია ოცნებებში

ასე აგიხდეთ ყოლიფერი კაი. ერთი სული მაქვს როდის დაასრულებენ
This post has been edited by ლლევ on 11 Aug 2012, 04:52