მოკლედ მეგობრებო, ჯერჯერობით თავს ვიკავებდი ეს დღეები, მაგრამ რკინიგზაში წინააღმდეგნი არ არიან გარკვეული ინფორმაცია დამედო ფორუმზე და გეტყვით რომ ძალიან მაგარი რამ იგეგმება, რომლის მსგავსიც პოსტსაბჭოთა სივრცეში კი არადა, ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში არ არსებობს
კერძოდ, აშენდება რკინიგზის ახალი ოფისი, რადგან ძველი ამორტიზირებული და მოუხერხებელია და მისი გარემონტება უფრო ძვირი ჯდება ვიდრე ახლის აშენება. ახალი ჰაი-ტეკ სტილის ოფისი აშენდება სავარაუდოდ დიდუბეში, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილი ჯერ არ არის კონკრეტული ადგილმდებარეობა. ოფისს ექნება დაახლოებით ორი ჰექტარის ფართობის კეთილმოწყობილი პარკი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება სეირნობა და რაც მთავარია: ამ პარკში იქნება რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის ღია მუზეუმი. ამ დღეებში მიმდინარეობს ექსპონატების შერჩევა, რაშიც მეც ვმონაწილეობ. ჯერჯერობით შევარჩიეთ შემდეგი ეკზემპლარები, თუმცა სიას ახალი ეკზემპლარები შეიძლება დაემატოს, ასევე შესაძლოა მოხდეს მისი კორექტირება, კერძოდ რომელიმე კონკრეტული ეკზემპლარის იგივე მოდელის, ოღონდ სხვა ლოკომოტივით ჩანაცვლება. აი არა საბოლოო, სამუშაო სია დღევანდელი მდგომარეობით:
1. Гр სერიის ორთქლმავალი, რუსთავის საბავშვო რკინიგზა, 1947-1956
2. ТУ7 სერიის თბომავალი, რუსთავის საბავშვო რკინიგზა, 1971-1987
3. Pafawag 3Aw სერიის სამგზავრო ვაგონი, რუსთავის საბავშვო რკინიგზა, 1958-1960
4. ПВ40 სერიის სამგზავრო ვაგონი 4 ცალი, რუსთავის საბავშვო რკინიგზა, 1987
5. ВЛ8 სერიის ელმავალი, თბილისის სატვირთო სალოკომოტივო დეპო, 1957-1967
6. МК-6 სერიის ამწე, თბილისის ამწეების დეპო, 1936-1956
7. КДВ-15п სერიის ამწე, თბილისის ამწეების დეპო, 1949-1960-იანები (ზუსტად დოკუმენტაცია უნდა ვნახოთ)
8. ТГМ23 სერიის თბომავალი, თბილისის ამწეების დეპო, 1960-????
9. Ьп სერიის ორთქლმავალი, ვაგონშემკეთებელი, 1914
10. Ср3 სერიის ელექტროსექცია, თბილისის სამგზავრო სალოკომოტივო დეპო, 1947-1952
11. ВЛ22м, ქუთაისის სალოკომოტივო დეპო, 1947-1958
12. Гр სერიის ორთქლმავალი, თბილისის სატვირთო სადგურის კონტეინერების ტერმინალი
ეს ყველა ეკზემპლარი მოვინახულეთ, რკინიგზის ფოტოგრაფმა გადაიღო და ახლა მიდის მუშაობა მათთვის ისტორიული ძეგლის მინიჭების თაობაზე. ამ საკითხის, მათ შორის რკინიგზის ახალი ოფისის კონცეპციის კურატორი და წამომწყები არის რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი დაჩი ცაგურია, რომელიც ძალიან ყურადღებით ეკიდება რკინიგზის ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და პირადად ამოწმებს თითოეულ ეკზემპლარს.
არის კიდევ სხვა ექსპონატები რომელზეც მაქვს ინფორმაცია და ვნახავთ ამ დღეებში, მათ შორის თბილისის გარეთ, თუ ვინმემ კიდევ იცით სადმე ძველი ვაგონი ან ლოკომოტივი, ნებისმიერ მდგომარეობაში, დაწერეთ და მოვინახულებთ.
კიდევ ერთი საინტერესო ამბავი რაც გავიგე: დაახლოებით 2002-03 წლებში საქართველოში მოეწყო სარკინიგზო ტური რუსეთიდან: შემოვიდა ორი ორთქლმავალი (სავარაუდოდ Л სერიის) სამგზავრო ვაგონებით, რომლებმაც მოიარეს მთელი საქართველოს რკინიგზა, რემონტისათვის სამგზავრო-სალოკომოტივო დეპოშიც იყვნენ შესულები.
კიდევ ერთი: ჩინეთიდან უკვე ჩამოვიდა ელექტრომატარებლების ახალი პარტია და დგას სამგზავრო-სალოკომოტივოში. წინა მოდელებისგან განსხვავდებიან ასინქრონული ძრავებით და სრულიად აწყობილები ჩამოდიან, შესაბამისად ენიჭებათ არა "ვმკ", არამედ "გეო" სერია. ერთი მათგანი უკვე გავიდა პირველ რეისზე.
Real SAABs don't leak. They just mark their territory.