ჩემი დაკვირვებით და გამოთვლებით, სრულიად თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ თბილისი-მახინჯაური (ბათუმი) ჩქარი მატარებლის მოძრაობის დრო შემცირდეს 1 საათით და გაუტოლდეს
4სთ და 22წთ-ს.ძალიან სასურველი იქნებოდა, რომ ჩქარი მატარებელი ამ განრიგით მოძრაობდეს:

ამ ეტაპისთვის ეს იქნებოდა ბრწყინვალე შედეგი, რაც თავისუფლად მიღწევადია.
ახალი ჩინური ელექტრომატარებლის მაქს. სიჩქარე შეადგენს - 140კმ/სთ-ს (რასაც რეალურად ანვითარებს კიდეც ჩვენს ლიანდაგებზე, სხვადასხვა მონაკვეთებზე); კრეისერული სიჩქარე შეადგენს - 120კმ/სთ-ს. ზოგადად, მატარებელი დაძვრიდან საკმაოდ მალე ანვითარებს 100-110კმ/სთ სიჩქარეს ყველგან, გარდა უღელტეხილის მონაკვეთისა. (შემოწმებული მაქვს ინსტრუმენტულად GPS-ით)
ზემოთ ნაჩვენები განრიგის მისაღწევად საჭიროა შემდეგი საშუალო სიჩქარეები, მონაკვეთების მიხედვით, რაც სრულიად რეალურია:
თბილისი-გორი 101კმ/სთ;
გორი-ხაშური 106 კმ/სთ;
ხაშური-წიფა 56 კმ/სთ; (უღელტეხილი, გვირაბამდე)
წიფა-მოლითი 47 კმ/სთ; (გვირაბის მონაკვეთი)
მოლითი-ზესტაფონი 57კმ/სთ (უღელტეხილი, გვირაბის შემდეგ)
ზესტაფონი-რიონი 90კმ/სთ;
რიონი-სამტრედია 103კმ/სთ; (კოპიტნარის მონაკვეთი)
სამტრედია-ურეკი 101კმ/სთ;
ურეკი-ქობულეთი 83კმ/სთ;
ქობულეთი-მახინჯაური 74კმ/სთ;
ზოგადად, ძალიან საჭიროა ჩქარი მატარებელი. კომფორტულიც არის, სამსახურეობრივი ვიზიტისთვისაც კარგია და რაც მთავარია ტურიზმისათვის არის ბრწყინვალე საშუალება. უცხოელი ტურისტები საკუთარი მანქანებით არ ჩამოდიან და ,,მარშრუტკებით” არ დადიან.
გარდა ამისა, უშუალოდ რკინიგზისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკონკურენტო იყოს მგზავრების გადაყვანაში.
თბილისი-ბათუმის რეისზე, ავტობუსს სჭირდება 6სთ30წთ; მარშრუტკას-5სთ30წთ და კარგი ტემპით მოძრავ მსუბუქ ავტომობილს-4სთ40წთ. ,,სწრაფი რკინიგზა” უკვე უკონკურენტობა ხდება თუკი დრო შემცირდება ერთი საათით 4სთ22წთ-მდე, რაც ელემენტარულია თუ ნება იქნება.
This post has been edited by გ ი ო რ გ ი on 15 May 2013, 01:54
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)