ყოჩაღ სლოვენიის რკინიგზას, რომელმაც ჯერ კიდევ იუგოსლავიის დროს, 30 წლის წინ დაიწყო ამ მუზეუმის შექმნა და საერთოდაც აშკარად ჩანს მისი დამოკიდებულება რკინიგზის არტეფაქტების მიმართ არა მარტო ამ მუზეუმის მაგალითზე (სალამი ეზუგბაიას).
მუზეუმი განთავსებულია ძველ მარაოსებრ დეპოში, რომელიც სლოვენიის რკინიგზამ მუზეუმს დაუთმო:

1 - დეპო
2 - მუზეუმის დამატებითი კორპუსი
3 - მოსატრიალებელი წრე
4 - მუზეუმის სარესტავრაციო ექსპოზიციის მარაგი
5 - რკინიგზის მოქმედი საგზაო-სარემონტო შემადგენლობების დეპო, მუზეუმს რა ეკუთვნის, მაგრამ ტერიტორიულად მასზეა მიბმული.
ასე გამოიყურება მუზეუმის შესასვლელი:

პირდაპირ ჩანს დეპოს შენობა სადაც განთავსებულია ძირითადი ექსპოზიცია: ორთქლმავლები და აგრეგატები, ხელმარჯვნივ კი დამატებითი კორპუსია, სადაც განთავსებულია დრეზინების, ცენტრალიზაციის, სიგნალიზაციის, ავტობლოკირების და კავშირგაბმულობის სისტემების ექსპოზიცია, ასევე რკინიგზის პერსონალის უნიფორმები, სადგურებზე განთავსებული საათები, რკინიგზის თემატიკასთან დაკავშირებული ნახატების გალერეა და სხვა ატრიბუტები.
მუზეუმის წინ განთავსებული სემაფორები მოქმედია და იმართება დამატებითი კორპუსიდან, სადაც ვიზიტორს სხვადასხვა სისტემების მოქმედებას უჩვენებენ.
ესეც დეპოს კორპუსი მოსაბრუნებელი წრის მხრიდან თუ შევხედავთ:

მუზეუმში შესასვლელ ბილეთს ვყიდულობთ დეპოში შესვლისას, უფროსებისთვის ფასია 3.50 ევრო. იქვე შეიძლება შევიძინოთ სხვადასხვა სუვენირები, სლოვენიის რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის მოდელები 1:87 მასშტაბში, მაისურები. მე მაისური დიდი მომივიდა, 1:87 მასშტაბს არ ვაგროვებ, ამიტომაც შევიძინე მხოლოდ ძალიან ლამაზი ღია ბარათი სლოვენიის 33 კლასის ლოკომოტივის სქემატური გამოსახულებით (რაც იგივეა რაც გერმანიის ლეგენდარული 52 კლასი), სულ 50 ცენტად. ასევე უფასოდ მომცეს ბუკლეტები ლუბლიანას და ტრიესტეს სარკინიგზო მუზეუმების შესახებ და სლოვენიის ისტორიული სარკინიგზო ტურის რეკლამა (რომელსაც სამწუხაროდ ვერ ვესწრები).
თავად დეპოს კორპუსის დაახლოებით 2/3 ეთმობა ექსპოზიციას, 1/3 კი გამოიყენება სამუზეუმო ტექნიკის სარემონტოდ და დაკეტილია მნახველებისთვის, მხოლოდ ფანჯრებიდან შეიძლება შეხედვა. ახლა კი ერთადერთი მინუსი ამ მუზეუმის: რადგან დეპო საკმაოდ ვიწროა, ძალიან ძნელია გადაღებისას ლოკომოტივების კადრში ჩატევა, რაც ზემოთ ფოტოებიდანა მოჩანს.
მიუხედავად იმისა, რომ ვიქროლიანდაგიანი რკინიგზები სლოვენიაში დღეს აღარ არსებობს, ლოკომოტივები იდეალურად შემოინახეს დღემდე:

ლოკომოტივების უმეტესობა ახალივით გამოიყურება, თუმცა არის რესტავრაციის სხვადასხვა სტადიაში მყოფი ორთქლმავლებიც, მაგალითად ეს გერმანული 58 სერია (სლოვენიაში თუ არ ვცდები 36-ია) დაგრუნტული. ელოდება შეღებვას როდესაც ამის თანხები გამოჩნდება:

თანხებს რაც შეეხება, მუზეუმის თანამშრომელმა არ იცოდა რა არის მუზეუმის წლიური ბიუჯეტი, მხოლოდ გაიხსენა რომ ერთ-ერთი ლოკომოტივის რესტავრაცია 70 ათასი ევრო დაჯდა.
ლოკომოტივები უმეტესობას თავისით გადაადგილება არ შეუძლია ქვაბის მდგომარეობის გამო (ორთქლმავლების ,,გენეტიკური" პრობლემაა ქვაბის დაძველება, რა კარგადაც არ უნდა უვლიდე გარკვეული პერიოდის შემდეგ), ქვაბის შეცვლა კი ძალიან ძვირი და რთულია. სამაგიეროდ, ყველა სხვა სისტემა როგორც ჩანს მუშა მდგომარეობაშია და როდესაც ლოკომოტივები გარეთ გამოყავთ ფოტოსესიისთვის მათ ორთქლის გენერატორებს უერთებენ და ისინი თავისით გამოდიან, რადგან ორთქლის მანქანა მუშა მდგომარეობაში აქვთ. დღეს, როგორც მითხრეს სლოვენიაში არის ორი მუშა ორთქლმავალი, რომლებიც ტურებზე გამოიყენება, თუმცა ზოგიერთი სხვებისთვისაც იგეგმება ქვაბის შეცვლა და ექსპლუატაცია. ხდება პირიქითაც: ეს ორთლმავალი ორი წლის წინ ტურებზე დადიოდა, ახლა კი სანამ კომისია ქვაბს არ შეამოწმებს გაჩერებულია. შემოწმების საშუალება მუზეუმს ჯერჯერობით არ აქვს (ფოტოსთვის უკაცრავად, ძალიან ვიწროდ იდგა და უფრო ფართო რაკურსით ვერ გადავიღე).

გაგრძელება შედეგ პოსტში...
This post has been edited by polaris on 8 Aug 2012, 20:53