აი ორიოდე შემთხვევით მომხვდა კადრში, კიდევ თუ წავაწყდი სადმე აუცილებლად გადავიღებ.

ვაგრძელებთ ლუბლიანას რკინიგზის მუზეუმის დათვალიერებას და გადავიდეთ დამატებით კორპუსში. აქ რამდენიმე ოთახია. პირველში არის ცენტრალიზაციის, სიგნალიზაციის და ბლოკირების სისტემები.
არა ამ, მაგრამ მსგავსი პულტიდან ხდება კორპუსის წინ მდგარი სემაფორების მართვა:

ასეთი პულტიდან კი ხდებოდა სადგურზე მარშრუტების მართვა:

ეს სისტემები ნამდვილი ელექტრომექანიკური, ზოგიერთ შემთხვევებში კი მექანიკური კომპიუტერებია რთული წინასწარგანსაზღვრული ლოგიკით. თითოეული ოპერაცია ხსნის ან კეტავს შემდგომი ოპერაციების შესაძლებლობებს უსაფრთხოების მიზნით. მუზეუმის თანამშრომელი ამას რომ გაჩვენებს უკვე იმდენად დამაბნეველი ხდება: "ამას რომ დააჭერ, შემდეგ ეს ჩაიკეტება და ვეღარ მოატრიალებ, შემდეგ ეს უნდა გამოწიო რომელიც ზარს დარეკავს სადსპეჩეროში, დისპეჩერი გასაღებით ამ ბერკეტს ამ ხაზზე დააყენებს, ეს გადაეცემა სამორიგეოს და გახნის ამა და ამ ღილაკს და მერე ეს უნდა გამოწიო, ეს ჩაწიო, იმას დააჭირო, ეს გახსნა და ლიანდაგი გადაირთვება..." და ა.შ. პირველი მოსმენისას ყველაფერი ძალიან რთულადაა და სპეციალური მომზადების გარეშე შეუძლებელია ლოგიკა დაინახო, თუმცა ჩანს რომ სისტემები ისეა მოწყობილი, რომ მისის მუშაობა მხოლოდ ერთი კომპონენტის ან ერთი ადამიანის მოქმედებებზე არაა დამოკიდებული და შეცდომებისგან დაზღვევის მრავალი მექანიზმია ჩადებული.
მაგალითად, თურმე ასეთი პულტიდან რომ გადართო ლიანდაგი, საჭიროა ერთდროულად ორ ღილაკს დააჭირო და გეჭიროს 3 წამის განმავლობაში, თანაც სპეციალურად ეს ღილაკები ისეა დაშორებული რომ შეუძლებელია მათზე ერთი ხელით დაჭერა, ორი ხელით უნდა. ასევე იმ ღილაკებს რომელიც დაკავებულ ხაზს რთავენ სპეციალური რგოლები ეცმევა, რომლებიც დაჭერას შეუძლებელს ხდის. თუ მაინც მოხდა და მაგალითად დაკავებულ ხაზზე ან საპირისპირო მიმართულებებით გაუშვა დისპეჩერმა მატარებლები, კომპიუტერი უბრალოდ არ შეასრულებს ასეთ ბრძანებას:

აბა ეს გამოიცანით რა არის? მე ვერაფრით წარმოვიდგენდი...

ეს არის კომპიუტერის მყარი დისკის წინამორბედი, ელექტრომექანიკური ხელსაწყო, რომელიც იწერს და განსაზღვრავს მოქმედების ლოგიკას.
შემდეგ ოთახში არის უნიფორმების ექსპოციზია:

აქვეა ხისგან იუველირულ დონეზე დამზადებული მოდელი, უმცირესი დეტალებით:

შემდგომ ოთახში არის კავშირის საშუალებები:

სადგურებს შორის დამაკავშირებელი მოწყობილობა, თითოეული ღილაკი გარკვეულ სადგურებს აკავშირებს (უსათნოესო, არაფერს გაგონებს?

). გვერდით რომ მიკროფონიანი პულტი დგას, ეს სადგურის დისპეჩერის მიერ მატარებლების გასვლის და შემოსვლის გამოსაცხადებლადაა:

შემდეგი ოთახი დრეზინებს ეთმობა. არის შიდაწვის ძრავაზე...

ფეხით...

ხელით...

და ცხენით მომუშავე დრეზინები:

მეორე სართულზე რკინიგზის თემისადმი მიძღვნილი ნახატებიას გალერეაა:

გაგრძელება იქნება...
Real SAABs don't leak. They just mark their territory.