რკინიგზაო? აბა, ერთი ეს ნახეთ, როგორ გაუშვა რკინიგზამ 20 წლის გოგონა სამედიცინო სასაკლაოზე.
...მატარებლით გადავწყვიტეთ მგზავრობა. თბილისი-მახინჯაურის ღამის მატარებელზე ავიღეთ ბილეთები და 25 ივლისს გავემგზავრეთ. ისე ჩქარა მიდიოდა, ისეთი ჯაყჯაყით, ცოცხალი ჩავიდოდით თუ არა, უკვე იმაზე დავიწყეთ ფიქრი.
ხათუნა საწოლის მეორე სართულზე ავიდა, მე ქვემოთ ვიყავი. საწოლს დაცვის რკინა ჰქონდა, მაგრამ მატარებელი რომ დაიჩახჩახებდა, რკინა ვარდებოდა. გვიანობამდე არ გვეძინა, გამთენიისას ჩაგვეძინა. დაახლოებით ხუთის ნახევარზე მატარებელი ისე საშინლად დაიძრა, ხათუნა გადმოვარდა და იატაკს დაენარცხა მძინარე. მარცხენა ხელს საშინლად იტკიებდა.
ფერი დაკარგა, წყალი დავასხით, საწოლზე დავაწვინეთ, კუპეში, ცხადია, სხვებიც იყვნენ. ქობულეთში სასწრაფო დაგვახვედრეს და კლინიკაში გადავიყვანეთ, მაგრამ იქ "გიბსი" არასწორად გაუკეთეს. დასასვენებელ სახლში ტრავმატოლოგი იყო და იმან გვითხრა, "გიბსი" არასწორად აქვს გაკეთებული, სასწრაფოდ ქუთაისში გადაიყვანეთო. ისეთი ტკივილები ჰქონდა, ცხარე ცრემლით ტიროდა. საავადმყოფოში ვუთხარი, ეცნობებინათ სათანადო ორგანოებისთვის, რაც მოხდა მატარებელში. ვაცნობებთო, შემპირდნენ, მაგრამ არ ვიცი, რა გააკეთეს. ერთი ვიცი, რომ არავინ მოსულა და არ უკითხავთ, რა მოგივიდათ, რა მოხდაო?!
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/59159-q20...l#ixzz23nNX78Tq
მერე ეს გოგონა ატარეს საავადმყოფოებში, ხან რა გაუკეთეს, ხან რა, და ბოლოს გარდაიცვალა

არადა, რუსეთში მცხოვრები ქართველი იყო საწყალი და აქაურობა უყვარდა ძალიან.
ჯულიეტა ჯიქია, გარდაცვლილი გოგონას დედა:
- სოხუმელები ვართ, დედა, 1993 წელს დავტოვეთ იქაურობა და სვანეთის გზით ჩამოვედით თბილისში, მაგრამ აქ პირობები არ იყო და მოსკოვში გადავედით საცხოვრებლად. ხათუნა მაშინ 2 წლის იყო, ორი ბიჭი კი უფროსები არიან. ნულიდან დავიწყეთ ცხოვრება. 2000 წელს ქმარი ტვინში სისხლის ჩაქცევით გარდამეცვალა 45 წლის ასაკში. ანდერძი ჰქონდა დატოვებული, თუ როდისმე რამე დამემართება საქართველოში დამასაფლავეთო და აქ ჩამოვასვენეთ. მერე ჩვენ ისევ მოსკოვში წავედით. უმამოდ, ობლად გავზარდე სამი შვილი, ფიზიკური შრომით. ახლაც მოსკოვში ვცხოვრობთ, შვილები სწავლობდნენ, ხათუნა მეოთხე კურსის სტუდენტი იყო მოსკოვის პედაგოგიურ უნივერსიტეტში. საქართველო ისე უყვარდა, არდადეგებზე აუცილებლად ორი თვე აქ იყო. ორმაგი მოქალაქეობა მიიღო წელს და მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მთხოვა, ქობულეთში დასასვენებლად წავიდეთო და ორი კვირის წინ ჩამოვედით...
მეტისმეტად ჩასვრილი ამბავია, ზღვარს იქითაა.