სს ”საქართველოს რკინიგზამ” ხუთი ახალი მატარებელი შეიძინა
ოქტომბერი 14, 2012
ს.ს. „საქართველოს რკინიგზის“ ფილიალი „მგზავრთა გადაყვანები“ ახორციელებს საინვესტიციო პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი და საგარეუბნო მიმართულებებზე მოძრავი ელექტრომატარებლების განახლებას. პროგრამა დასრულდება 2013 წლის პირველ ნახევარში. ამ დროისთვის მაგისტრალურ მიმართულებებზე მოძრავი ყველა მატარებლები იქნება ახალი და სრულად დააკამაყოფილებს მგზავრთა მოთხოვნებს.
შეგახსენებთ, რომ პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, 2009 წელს საქართველოს რკინიგზის დაკვეთით დამზადდა 3 ახალი ელექტრომატარებელი. რომელიც შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.
დღეისათვის საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე საქრთველოს რკინიგზამ დამატებით კიდევ 5 ახალი მატარებელი შეიძინა.
2010 წელს საქართველოს რკინიგზამ გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერი მატარებლების შეძენის თაობაზე. რომლის მთავარ პირობას წარმოადგენდა ისეთი მატარებლების დამზადება, რომელიც მორგებული იქნებოდა საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურასა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომხმარებლის მოთხოვნებზე. აღნიშნულ საკითხზე საქართველოს რკინიგზას კონსულტაციებს უწევდა გერმანული კომპანია „დოიჩე ბანი“. ტენდერი 2 ეტაპად გაიმართა და მასში მონაწილეობას იღებდნენ ისეთი ცნობილი კომპანიები როგორებიცაა: SKODA(ჩეხეთი), STADLER (შვეიცარია), PESA (პოლონეთი), CSR (ჩინეთი), BOMBARDIER (საფრანგეთი), RVR (ლატვია), NEVAG (პოლონეთი).
ტენდერში გაიმარჯვა ჩინურმა კორპორაციამ CSR-მა, რომელიც დღეისათვის გამოკვეთილი ლიდერია მსოფლიოში. კორპორაციის მიერ სპეციალურად საქართველოს რკინიგზისათვის დამზადებული სამგზავრო მატარებლები უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. მატარებელში დამონტაჟებულია გათბობისა და კონდიცირების უახლესი სისტემები. კომფორტული სავარძლები და ბარგის შესანახი თაროები.
მატარებლები აღჭურვილია მართვისა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით.
სამუშოთა დასკვნითი ეტაპი და ტესტირება განხორციელდება თბილისის სალოკომოტივო დეპოში საქართელოს რკინიგზის საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის მონაწილეობით, რომელთა დასრულების შემდეგ მატარებელი დაიწყებს რეგულარული რეისების შესრულებას.
2013 წლის პირველ ნახევარში, ყველა მატარებლის ეტაპობრივად მოწოდების შემდეგ, საქართელოს რკინიგზის მაგისტრალურ მიმოსვლაში მოძრავი შემადგენლობები სრულად განახლებული და მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი იქნება.
5 ახალი მატარებლითა და 2010 წელს შეძენილი 3 თანამედროვე მატარებლით, საქართველოს რკინიგზა არა მარტო სრულად დააკმაყოფილებს მგზავრთა მოთხოვნებს, არამედ გახდის მას ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულსა და თანამედროვედ.
http://www.railway.ge/?web=0&action=news&lang=geo&npid=248

