მადლობ, და აი გაგრძელებაც:
გლდანის გვირაბის აღმოსავლეთით მიწის ვაკისი ჯერ გაკეთებული არაა, რადგან ჯერჯერობით ამ ადგილზეა სამშენებლო ტექნიკას იოლად მისასვლელი გზა სჭირდება:

ვაკისი იწყება გვირაბიდან დაახლოებით ნახევარ კილომეტრში:

მასზე აი ეს საინტერესო დანადგარი როგორც ჩანს ხიმინჯს არჭობდა. რისთვის იყო ეს საჭირო ვერ მივხვდით, ისევე იმასაც თუ როგორ გადაადგილდება ეს მანქანა:

გლდანის ციხეებთან ხიდი ფაქტიურად დამთავრებულია, მიწის ნაყარის მიყვანა უნდა ორივე ბოლოში:

ხიდის შემდეგ ლიანდაგი ხელოვნურ ქვაბულში გაივლის, რომელიც ჯერ კიდევ საკმად დასადაბლებელი და გასასწორებელია:

ეს ადგილი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი იყო ექსკურსიის დროს. ფოტო მის მასშტაბებს სრულად ვერ გადმოსცემს. აქ იყო ბუნებრივი ხევი, რომელშიც კეთდება უზარმაზარი მრავალსაფეხურიანი მიწაყრილი, რომლის გავლითაც რკინიგზა გვირაბში შევა:

ჩვენთან ერთად იყო
ika55775 რომლის პროფესიონალური ცოდნის წყალობით ბევრი საინტერესო რამ გავიგეთ. მაგალითად ნიაღვარის გადმოსატან ამ არხზე საფეხურები იმისთვისაა რომ ნაკადის სიჩქარე დავარდეს და წყალმა ნიადაგი არ გამორეცხოს:

ამ შეუმჩნეველ ბეტონის ფილას კი სულ არ მივაქცევდით ყურადღებას, იკა რომ არა. თურმე ეს არის ე.წ. ,,რეპერი" (იო ნიგგა

) რომელიც გამოიყენება კოორდინატების ასაზომად. ისეთ ადგილებში სადაც ბუნებრივად არ არის გამოხატული კოორდინატები, აკეთებენ ასეთ დანომრილ მკაცრად ფიქსირებულ წერტილებს და ყველა გარშემო განლაგებულ ობიექტს მისთან მიმართულებაში ზომავენ და აშენებენ, ასე ვთქვათ იქაურობის ათვლითი წერტილია:

კიდევ ერთხელ მიწაყრილი გვირაბამდე. ჯერ კიდევ საკმაოდ ასამაღლებელია და სატვირთოებს მოაქვთ და მოაქვთ მართრუტის დასავლეთ ნაწილში მოჭრილი მიწა:

მიწის ფენები პირამიდის ფორმით ეწყობა ერთმენათზე და იტკებნება, მათ შორის კი პლასტმასის სპეციალური ბადე იდება, რომელიც საშუალებას აძლევს წყალს ჩავიდეს მიწაში, მაგრამ არ ჩაიტანოს მიწა:

შევდივართ მარშრუტზე მესამე გვირაბში, რომელიც ბოლოში მარჯვნივ უხვევს:

ეს გვირაბი ჩრდილოეთიდან სახმრეთისკენაა, გამოვდივართ სახმრეთი პორტალიდან (ხედი განვლილ მარშრუტზე):

შემდეგ მარშრუტი გიგანტურ მიწაყრილზე გადის:

თუმცა ერთ ადგილას მთა შეხვდათ რომელშიც ქვაბული გაჭრეს:

დასრულება მომდევნო პოსტში
Real SAABs don't leak. They just mark their territory.