ილიამ, 100,000 მოწამის ეკლესია უნდა დაიდგას მანდაო..
შანგრილას დააშენონ გუმბათი..
ან ბუდა ბარს მიუშენონ სამრეკლო..
და სერიოზულად კიდევ, მარაზმია მანდ კიდევ ერთი ეკლესია.. იმიტომ რომ უკვე "ვედრო მანეთად" არის მანდ ტაძრები..
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-gamothqva.htmlპატრიარქმა მტკვრის სანაპიროზე 100 ათასი მოწამის სახელობის ტაძრის არსებობის სურვილი გამოთქვა13:28 11-11-2012
მტკვრის სანაპირო, სადაც უცნაური ქანდაკებები თუ შენობები შენდება, მორწყულია ქართველი მოწამეების სისხლით და ამ ადგილზე 100 ათასი მოწამის სახელობის ტაძარი უნდა გვქონდეს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელ საკვირაო ქადაგებაში ბრძანა.
პატრიარქმა ადამიანებისა და სახელმწიფოს ცხოვრების ქვაკუთხედად დაასახელა სამი მთავარი ღირებულება – ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ამ ღირებულებებს უნდა დაეყრდნოს თითოეული ადამიანი თუ სახელმწიფო. უწმინდესის თქმით, ქართველი ერი ოდითგანვე მორწმუნე იყო, თუმცა ჰქონდა ტრაგიკული წლებიც, როდესაც საკუთარი ხელით ანგრევდა ტაძრებსა და მონასტრებს.
"დღეს არის დრო, როდესაც ვაშენებთ. მახსენდება დრო, როდესაც სამების ტაძრის აშენება გვინდოდა. იყო ბევრი სკეპტიკოსი, ვისაც ვერ წარმოედგინა, რომ ამ გაჭირვების ჟამს, ასეთი ტაძარი აშენდებოდა. ეს არის ხელთუქმნელი ტაძარი, რადგან არც გვიშრომია და არც გვიღვაწია. ის თვითონ აშენდა. მადლობა უფალს და მათ, ვინც ააშენა ეს ტაძარი. ეს არის კარიბჭე სასუფევლისა და შემთხვევითი არ არის, რომ ის წმინდა სამების სახელობისაა. რომელიმე წმინდანის სახელზე რომ გადაგვეწყვიტა ამ ტაძრის აგება, ვერც აშენდებოდა და თუ აშენდებოდა, ის ძალიან მცირე იქნებოდა", - აღნიშნა უწმინდესმა.
პატრიარქის თქმით, სწორედ ამ ტაძრის აშენებით გამოვლინდა ქართველი ერის სარწმუნოება. მეორე უდიდესი სიწმინდე, პატრიარქის თქმით, არის სამშობლო. "ჩვენი მიწა მორწყულია მორწმუნეთა სისხლით. მტკვრის სანაპირო, სადაც ახლა უცნაური ქანდაკებები თუ შენობები შენდება, წმინდა მოწამეების სისხლით არის მორწყული და ჩვენ აქ უნდა გვქონდეს 100 ათასი მოწამის სახელობის ტაძარი. მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას არ ჰყავს ამდენი მოწამე და წმინდანი და ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა. ძალიან მიკვირს, როდესაც ადამიანები ადვილად ტოვებენ სამშობლოს და მიდიან უცხოეთში", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა ასევე უცხოეთში მყოფ ქართველებს მოუწოდა, დაბრუნდნენ საქართველოში, რადგან მხოლოდ საკუთარ სამშობლოში გაიხარებენ და იქნებიან ბედნიერები.
მესამე უდიდესი სიწმინდე, რომელსაც მოფრთხილება სჭირდება, პატრიარქის თქმით, არის ადამიანი. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, არავის აქვს უფლება შეურაცხყოფა მიაყენოს ადამიანს. "უნდა ვიტვირთოთ სიმძიმე სხვათა. უნდა მოვიკითხოთ საავადმყოფოში მყოფი გაჭირვებულები, უნდა მივიდეთ ციხეებში და მოვიკითხოთ ადამიანები, რომლებსაც უჭირთ. ამით აღვასრულებთ ქრისტეს სჯულს. უნდა ვიჩქაროთ კეთილი საქმის კეთება და მადლი ღვთისა იქნება ჩვენ ზედა", - ბრძანა უწმინდესმა.
ქადაგების დასასრულს, პატრიარქმა რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა და ასევე დალოცა შემდეგი გვარები: ჩიტიშვილები, ლებანიძეები, ალელიშვილები, კიტოვანები, ლაფაჩები, გაბუნიები, გველესიანები, არაბულები, ტეტელოშვილები, ღურწკაიები, ფანჩულიძეები, ფალიანები, კიკორიები, ანდრიაშვილები და ყანდიაშვილები.
This post has been edited by Pioneer on 11 Nov 2012, 14:33