ტემპერატემპერ, ბოდიში, შენ რომ მოგმართავ - ისედაც ბევრს აკეთებს ჰამქარი, მაგრამ შევწუხდი და აღარ ვიცი, ვის მივმართო - ეს სისუფთავეს ეხება. გეცოდინება ის ტურისტული ბილიკი, ნარიყალადან რომ მიდის და მთაწმინდის პარკს უერთდება via სოლოლაკის ქედი (თუ რაცაა). მანდ დამყავს ძაღლი ყოველ დღე სასეირნოდ და უამრავ ტურისტს ვხვდები და საშინლად მრცხვენია, ისეთი დანაგვიანებულია იქაურობა, კაციშვილი არ ალაგებს. წლებია უკვე, რაც გაიხსნა ეს მარშრუტი. კლდის ფერდობზე ყრიან ყველაფერს, კატასტროფაა - უნდა ნახო

გული მერევა უკვე... მე ამხელა ქალი ვერ დავიწყებ ფერდობზე ძრომიალს და დალაგებას - გადავიჩეხები

არადა გამჩენია ასეთი სურვილი...მეეზოვეებსაც ველაპარაკე - იქვე ალაგებენ პატარა ალეას, მაგრამ ეს ბილიკი მგონი მათ არ "ეკუთვნით". ვეტყვით უფროსობასო. შედეგი -0. ჰოდა აღარ ვიცი, რა ვქნა

შენ წარმოდგენა არ გაქვს, მანდ რა სიბინძურეა (თუ გაქვს?). განსაკუთრებით, ზამთარში ჩანს კარგად, ფოთლები რომ არ ფარავს. ნუ, ხალხი რომ ღორია - ეგ ვიცი. არაფერი არე ჭრის - არც ეს ვირტუალური დაჯარიმება, არც ელემენტარული ეთიკა და მორალი (რომელიც არც გააჩნიათ). და რა შეიძლება გაკეთდეს, რომ დასუფთავდეს ეს ტერიტორია? განსაკუთრებით არის დანაგვიანებული ამ ბილიკის მიმდებარე ტერიტორია სოლოლაკისკენ. თემას ვაოფებ ალბათ, მარა რა ვქნა

მოკლედ, ახლაგაზრდა გოგო-ბიჭებია საჭირო, ვისაც არ შეეშინდება ამ ფერდობზე დალაგება. მარა ვინაა პატრონი? ეჰ...
პ.ს. ჰო, რიყეს რაც შეეხება - შოკში ვარ იმ მილის გამო - საკონცერტო დარბაზია თუ რაც არის. აბსოლუტურად ფარავს ხედს მეტეხზე. თქვენი აზრი მაინეტერესებს - მე ალბათ გამომრჩა დისკუსია ამ თემაზე, დიდი ხანი არ შემოვსულვარ ამ განყოფილებაში. რა არის ეს უბედურება? ამიხსენით, ვინც საქმის კურსში ხართ, თუ შეიძლება...
giorgi77 +++++++
პ.ს. ისე, საბაგიროსი მეშინია - რამდენად უსაფრთხოა?

ადრე თუ გვიან ჩემი შვილი მთხოვს გაკატავებას, და რა ვქნა აღარ ვიცი... იმ ამბის მერე...
IVANICHAმართალი ხარ - რამდენი ხანი უნდა იდგეს ეს სშინელება ასე უპატრონოდ? დაირტყეს მაგარი ადგილი და დაიკიდეს... ან რამე ჯარიმა არ არსებობს?
This post has been edited by Sonya on 4 Aug 2012, 10:27
Вечность - это утомительно. Особенно под конец.
Я смерти не боюсь, но не хочу при этом присутствовать.
Вуди Аллен.