Hualing Group
14 ნოემბერი
დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და ჰუალინგ ჯგუფს შორის ხელშეკრულება გაფორმდა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს სოზარ სუბარსა და ჩინურ კომპანია ჰუალინგ ჯგუფის დირექტორს სიაოწინ შაოს შორის ხელშეკრულება გაფორმდა.
ხელშეკრულება ითვალისწინებს, სამი მრავალსართულიანი კორპუსის, 220 გარემონტებული ბინის სახელმწიფოსთვის მისაღებ ფასად გადაცემას. აღნიშნული ხელშეკრულების პირობების თანახმად, ბენეფიციარ ოჯახებს ბინით სარგებლობისათვის დასჭირდებათ მხოლოდ ყოველდღიური მოხმარების საგნების შეძენა.
ბინები ბენეფიციარ ოჯახებს სრულ საკუთრებაში 2015 წლის აგვისტოს ბოლოს, ოლიმპიური ფესტივალის “თბილისი 2015“ დასრულების შემდგომ გადაეცემათ .
https://www.facebook.com/hualingg?fref=tsტყუილად ვიშვიშებდა და კრიახობდა ზოგ ზოგიერთი
This post has been edited by GEORGIA007 on 16 Nov 2014, 17:41