mikhoყოველ შემთხვევაში 2 ზე მეტს შემოიყვანენ წელს,
ushuaiaჯერ ოფიციალურად არაფერია ცნობილი, ასე ომ დაწყნარდი

>>> ისე შენ ეგ საიდან გაიგე?>
* * *
“ტავ ჯორჯია“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ახალ ინვესტიციას ახორციელებს
საქართველოში ჩამოსულ მგზავრთა რაოდენობის მატებასთან ერთად ( 2011 წელს , მგზავრთა ნაკადი 28.66 %-ით გაიზარდა 2010 წელთან შედარებით) „ტავ ჯორჯიამ“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ახალი ინვესტიციის განხორციელება და აეროპორტის ავტოსადგომის გაფართოება გადაწყვიტა.
„ტავ ჯორჯიამ“ ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები, ტერმინალის მარჯვენა მხარეს მდებარე „CIP Primeclass“ -ის ავტოსადგომის ტერიტორიაზე რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. განახლებული ავტოსადგომი 3845 კვადრატული მეტრის ფართობზე გაშენდება და საერთო ჯამში 192 მანქანის მომსახურებას შეძლებს. ახალი ავტოსადგომი მომხმარებლის ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს და მაღალტექნოლოგიური სისტემით იქნება აღჭურვილი.
გაფართოებულ ავტოსადგომს 2 შესასვლელი და 2 გასასვლელი ექნება. ელექტრონული ბარიერის გავლისას მომხმარებელი გადახდის ჯიხურში, მომსახურების საფასურს გადაიხდის. განახლებული ავტოსადგომით სარგებლობა მგზავრებს მაისის ბოლოდან შეეძლებათ.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს ახალი, ტოიოტას ტაქსის სერვისი მოემსახურება.
აპრილიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს პრემიუმ კლასის ტოიოტას ტაქსები მოემსახურება. კომფორტული სერვისით და ახალი ტაქსომეტრებით აღჭურვილი მანქანები მგზავრებს თბილისი ცენტრამდე, შეღავათიან ფასებში გადაიყვანენ. მანქანაში ჩაჯდომიდან ტოიოტას ტაქსის ყველა მგზავრი ავტომატურად დაზღვეულია.
http://www.facebook.com/#!/tavgeorgia