თებერვალში
მესტიის აეროპორტი

ბ787
* * *
„აირზენამ“ ზაფხულის სეზონზე 50 ათასი მგზავრი გადაიყვანა
„პეგასუსი“: რეგიონში ყველაზე ახალგაზრდა ბოინგების ფლოტი გვყავს
commersant.ge
ავიაკომპანიები ზაფხულის სეზონს აჯამებენ. „აირზენა“ წელს 50 000 მგზავრს მოემსახურა. მიმდინარე სეზონზე აჭარის კურორტებზე ყველაზე დიდი მოთხოვნა უკრაინის, რუსეთის, ირანისა და ისრაელის მოქალაქეების მხრიდან დაფიქსირდა.როგორც „აირზენაში“ ამბობენ, ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით დატვირთული ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი იყო, სადაც ყოველდღიურად რამდენიმე რეისი ხორციელდებოდა.
მგზავრთა გაზრდილ ნაკადთან დაკავშირებით ბათუმის აეროპორტიდან რეისები სრულდებოდა თბილისის, მოსკოვის, დონეცკის, ხარკოვის, ოდესის მიმართულებით. ავიაკომპანიამ ჩარტერული რეისები ბათუმი-თეირანის მიმართულებითაც დანიშნა, რომელმაც ამ სეზონისათვის 3000 ტურისტის გადაყვანა შეძლო. ავიაკომპანია ასეთივე წარმატებით ახორციელებდა რეისებს თურქეთის კურორტების მიმართულებით. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ წელს ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება.
წლევანდელი სეზონით კმაყოფილია „პეგასუსიც.“ მისი წარმომადგენლის ლევან ელიზბარაშვილის თქმით, 180 ადგილიანი თვითმფრინავები რეისებს ევროპის მიმართულებით 100%-იანი დატვირთვით ახორციელებდა.
„ჩვენი წარმატების მიზეზი პირველ რიგში დაბალი ფასები და სერვისის მაღალი ხარისხია. მომხმარებელი მიხვდა , რომ ურჩევნია 100-150 ევროს სხვაობით ჩვენთან შეიძინოს ბილეთი კვების გარეშე და ბორტზე 15 ევროდ მიიღოს კვება, 20კგ ბარგი კი უფასოდ გადაიტანოს. ჩვენი წარმატებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე ახალგაზრდა ბოინგების ფლოტი გვყავს მთელს რეგიონში. უახლესი თვითმფრინავებით დავფრინავთ, მათი ასაკი არ აღემატება 2,3 წელს, რაც მომხმარებლისთვის უსაფრთხო ფრენის ერთ-ერთი გარანტია. აქედან გამომდინარე ჩვენმა მომხმარებელმა ჩვენს მიერ შეთავაზებული ყველა სიახლე მიიღო, ჩვენ კი მათი ნდობა დავიმსახურეთ,“ - აცხადებს
* * *
პრეზიდენტმა ფოთის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა ოფიციალურად გახსნა
17:39 14-09-2011
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ფოთის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა ეკონომიკის მინისტრთან ერთად ოფიციალურად გახსნა .
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ფოთის საერთაშორისო აეროპორტი რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების წინაპირობა უნდა გახდეს. მისივე თქმით, ფოთის აეროპორტი ყველაზე დიდი და თანამედროვე იქნება როგორც საქართველოში, ისე მთლიანად კავკასიაში.
"ფოთის აეროპორტი ძალიან სერიოზული გარღვევაა ჩვენთვის, აქაურობის და მთლიანად საქართველოს განვითარების თვალსაზრისით. ეს არის იდეალურად შერჩეული ქალაქი და ადგილი, ამ სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტისთვის. რას მოემსახურება ფოთის აეროპორტი? პირველ რიგში ქალაქ ფოთს და ფოთის პორტს. ეს აეროპორტი მოემსახურება ფოთს, მოემსახურება მთელ გურიას, სამეგრელოს, ბათუმს, ქობულეთს, ურეკს. ეს აეროპორტი მოემსახურება ანაკლიას, რომელიც ხდება ძალიან დიდი კურორტი და ეს აეროპორტი მოემსახურება მესტიას, რომელიც ასევე იქნება ძალიან დიდი კურორტი. იცით, რომ აქედან გზის მშენებლობა დაიწყება ანაკლიამდე. ამ გზით ჩვენ გადავალთ ჯერ ანაკლიაში და მისი გავლით ზუგდიდში, შემდეგ მესტიაში. ეს იქნება ყველა ამინდში მომუშავე აეროპორტი. ეს იქნება აეროპორტი, სადაც დაჯდება ყველა ტიპის თვითმფრინავი. ეს იქნება ყველაზე თანამედროვე ტიპის აეროპორტი საქართველოსა და კავკასიაში. ეს იქნება აეროპორტი, რომელიც მიუდმივად ჩამოიყვანს ტურისტებს, ბიზნესმენებს. ეს აეროპორტი მუდმივად იქნება უფრო მეტი შემოსავლის შემომტანი თითოეული ჩვენგანის ოჯახში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ დასავლეთ საქართველოს რეგიონების განვითარება დიდი აეროპორტის გარეშე შეუძლებელია. "ეს ყველაფერი იმ პირობებში, როცა საქართველოს პარლამენტი გადმოდის ქუთაისში, იმ პირობებში, როცა ასე დინამიურად ვითარდება აჭარა, სვანეთი, სამეგრელო, სერიოზულ განვითარებას იწყებს გურია, შემაკავშირებელი იქნება ყველაფერ ამის, იმიტომ, რომ აეროპორტის გარეშე ამ ყველაფრის ფუნქციონირება იქნება შეუძლებელი. მიხარია, რომ ამ აეროპორტის მშენებლობაში დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივია", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ეს ამ წელს ალბათ ჩემი ბოლო ნიუსია. ძLივს რაღაცა დაიწყეს ფოთში.
ჩემი გულაობა დამთავრდა. ერთი წლით გემშვიდობებით. ალბათ ისე ხშირად ვეღარ დავპოსტავ მარა ყოველთვის წავიკითხავ თქვენს ფოსტებს.
იმედია მალე თემის მეხუთე ნაწილში დავპოსტავ.