ვაა, ხედავ სჰენ? რა კქნა აირზენამ... ჰმ....
* * *
ვიაკომპანია Flydubai საქართველოში საქმიანობას იწყებს ®
11:13 03-11-2011
ავიაკომპანია Flydubai საქართველოში საქმიანობას იწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით Flydubai ხვალ, 11:00 საათზე, პრესკონფერენციას გამართავს.
პრესკონფერენციას დაესწრებიან Flydubai-ს ხელმძღვანელობა, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ეროვნული ფედერალური საბჭოს და საქართველოს მთავრობის წევრები.
Flydubai ბილეთის დაბალი ფასითა და ყველაზე თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ბოინგ 737-800-ის საშუალებით, 5 ნოემბრიდან თბილისი-დუბაის მიმართულებით რეგულარულ ფრენას დაიწყებს. რეისები ყოველი კვირის სამშაბათსა და შაბათს განხორციელედება. ორმხრივი ბილეთის ფასი 270 აშშ დოლარი იქნება.
კომპანიის ინფორმაციით, Flydubai-ის საქართველოში შემოსვლა, ხელს შეუწყობს არა მარტო ვაჭრობის განვითარებას, არამედ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და ტურისტული კავშირების გაღრმავებას და ქვეყნებს შორის თანამშრომლობას.
"თბილისი მარიოტის" თამარ მეფის საკონფერენციო დარბაზში დაგეგმილ ხვალინდელ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლებს მიმართავენ Flydubai-ის აღმასრულებელი დირექტორი გაიტ ალ გაიტი, Flydubai-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი იეჰუმ ეფფენდი, Flydubai-ის პიარ მენეჯერი ჰითერ ასბური, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ეროვნული ფედერალური საბჭოს წევრი ჯემალ ელ ჰაი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაზიდვა-გადაყვანის დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე გაჩეჩილაძე. USB ფლეშ მეხსიერების ჩიპზე ჩაწერილი ავიაკომპანია Flydubai-ის ელექტრონული პრეს პაკეტი ყველა ჟურნალისტს დაურიგდება.
რეგისტრაცია შესაძლებელია საქართველოში Flydubai-ის საზოგადოებასთან ურთიერთობების კოორდინატორ მაია ჩიტაშვილთან ტელეფონზე - 593 26 06 09; ან - email-ზე: maiko@publicity.ge.
This post has been edited by gio-giorgi on 3 Nov 2011, 14:12